თარიღი
/   ავტორიSCSA

მალე გაყიდვაში გავა კომპიუტერების გასატეხი USB კაბელები

 რუბრიკა:  თავდასხმები ,  სმარტფონები

კაბელის შეერთების შემდეგ ჰაკერს ეძლევა შესაძლებლობა დისტანციურად გაუშვას ბრძანებები და მიიღოს წვდომა მსხვერპლის ფაილებთან.  

ახლო მომავალში გაყიდვაში გავა USB კაბელი, რომელიც ვიზუალურად სრულიად დააკოპირებს Apple Lightning კაბელის დიზაინს, მაგრამ იქნება გამოყენებული კომპიუტერების დისტანციური გატეხვისთვის. ამ კაბელის შემქმნელმა, უსაფრთხოების მკვლევარმა მაიკ გროვერმა (Mike Grover) გააკეთა განცხადება პროდუქტის ტესტირების დასრულებაზე და მისი წარმოების დაწყებაზე.

O.MG Cable – ის მეშვეობით შესაძლებელია არამხოლოდ სმარტფონის დატენვა და ფაილების მიღება / გაგზავნა, როგორც Apple-ის წარმოების ორიგინალ კაბელში. მოწყობილობაში ჩაშენებულია უსადენო წვდომის წერტილი (hot spot), რომელსაც დისტანციურად უკავშირდება ბოროტმოქმედი. ამის შემდეგ ჰაკერს შეუძლია მიიღოს წვდომა მსხვერპლის კომპიუტერის ფაილებზე და გაატაროს სასურველი ბრძანებები.

კაბელის მწარმოებლის, Hak5-ის საიტზე გამოჩნდა შემდეგი განცხადება – “O.MG Cable არის თვეების ნამუშევარი, რის შედეგადაც მიღებულია კარგად მასკირებული მავნე USB კაბელი. როგორც კი კაბელი შეუერთდება მოწყობილობას, მისი მეშვეობით შესაძლებელია უკაბელო ქსელის ინტერფეისით (რომელიც კაბელშია ჩაშენებული) ფაილების მართვა და ბრძანებების გაშვება”

გროვერის თქმით, მიუხედავად მავნე თვისებებისა, მისი კაბელი შექმნილია დადებითი დანიშნულებით. ავტორი აცხადებს, რომ ასეთი გზით მომხმარებლებს აჩვენებს რეალური საფრთხეების წყაროებს, რომლებიც არამხოლოდ ციფრულ ფორმატში ვრცელდება და შესაძლებელია იყოს უბრალო ფიზიკური მოწყობილობაც კი.

 ტეგები:  Apple ,  ios ,  კაბელი ,  ჰაკინგი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association