თარიღი
/   ავტორიSCSA

Ebay მომხმარებლების კომპიუტერებზე პორტებს ასკანირებს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ინტერნეტ გიგანტი ასკანირებს ლოკალურ პორტებს მომხმარებლების მანქანებზე, დისტანციური მხარდაჭერასა და წვდომისთვის

ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტებმა Bleeping Computer – დან შეამჩნიეს, რომ ვებ საიტი ebay.com ასკანირებს ლოკალურ პორტებს მომხმარებლების მანქანებზე, დისტანციური მხარდაჭერასა და წვდომისთვის. ამ პორტების უმრავლესობა დაკავშირებულია ისეთ ხელსაწყოებთან როგორიცაა Windows Remote Desktop, VNC, TeamViewer, Ammy Admin და სხვა.

Ebay ახორციელებს სკანირებას check.js სკრიპტის მეშვეობით (არქივის კოპიო), რომელიც ცდილობს დაუკავშირდეს შემდეგ პორტებს:

სკანირება მიმდინარეობის WebSockets – ის მეშვეობით 127.0.0.1 – ზე დასაკავშირებლად. ყველა დასკანირებული პორტი და მათთან ასოცირებული პროგრამული უზრუნველყოფა მოყვანილია ცხრილში:

პროგრამა აღნიშნული Ebay-ზე პორტი
უცნობი REF 63333
VNC VNC 5900
VNC VNC 5901
VNC VNC 5902
VNC VNC 5903
Remote Desktop Protocol RDP 3389
Aeroadmin ARO 5950
Ammyy Admin AMY 5931
TeamViewer TV0 5939
TeamViewer TV1 6039
TeamViewer TV2 5944
TeamViewer TV2 6040
Anyplace Control APC 5279
AnyDesk ANY 7070

 

eBay-ს წარმომადგენლების კომენტარი ჟურნალისტების კითხვებზე იყო საკმაოდ ბუნდოვანი:

“ჩვენი კლიენტების კონფედენციალურობა და მონაცემების უსაფრთხოება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა დაცულად იგრძნოს თავი”

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association