თარიღი
/   ავტორიSCSA

Google-მა წაშალა Bread – ით ინფიცირებული 1700 აპლიკაცია

 რუბრიკა:  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა

ბოროტმოქმედები აქტიურად იყენებენ სისუსტეს Google Play-ში, უსაფრთხოების სისტემის გვერდის ავლით.  

სპეციალისტებმა Google-დან გამოაქვეყნეს ინფორმაცია მავნე პროგრამული უზრუნველყოფა Bread თან წარმატებული ბრძოლის შესახებ. ეს მავნე ასევე ცნობილია Joker-ის სახელით. ბოლო სამი წლის მანძილზე კომპანიამ Play Store-დან წაშალა 1700 – ზე მეტი Bread a.k.a Joker-ით ინფიცირებული აპლიკაცია. 

Google -ით მავნე პროგრამების აღმოჩენისას, შემქმნელების უმრავლესობა მას თავს ანებებს და აღარ ახორციელებს მავნე პროდუქტის განვითარებას. ეს ის შემთხვევა არ იყო, Bread-ის შემქმნელები პრაქტიკულად ყოველ კვირას აწარმოებდნენ პროგრამის ახალი ვერსიის გამოშვებას.

“ბოროტმოქმედებმა მოსინჯეს უსაფრთხოების სისტემის გვერდის ავლის და მასკირების პრაქტიკულად ყველა მეთოდი იმისათვის რომ შეუმჩნევლად დარჩენილიყვნენ. მავნე პროგრამის პიკის პერიოდში იყო აღმოჩენილი ერთდროულად 23 ტიპის ინფიცირებული აპლიკაცია Google Play-ში” – აცხადებენ სპეციალისტები Google-დან.

ექსპერტების განცხადებით, ბოროტმოქმედები იყენებდნენ ე.წ. “versioning” ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს “სუფთა” აპლიკაციის Play Store-ში განთავსებასა და მოწყობილობებზე გაშვებას. ხოლო ამის  შემდეგ კი, განახლების სახით აპლიკაციაში მავნე კოდის დამატებას. 

როგორც გახდა ცნობილი, ბოროტმოქმედები ასევე აქტიურად იყენებდნენ YouTube-ის პლატფორმას, მათ აპლიკაციებთან მეტი ყურადღების მისაქცევად. ამასთან ერთად პოპულარულ ვიდეო ჰოსტინგზე ხორციელდებოდა ყალბი მიმოხილვების გაშვება . 

 ტეგები:  Android ,  Bread ,  Joker ,  Play Store ,  მავნე პროგრამა

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association