თარიღი
/   ავტორიSCSA

Google – მა ბრაუზერ Chrome – ის ახალი ვერსიების გამოსვლის გრაფიკი გამოაქვეყნა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

უკვე ამ კვირაში გამოვა Canary, Dev და Beta არხების განახლებები

გასულ კვირას კორპორაცია Google – მა გამოაცხადა საკუთარი პროდუქტების განახლების დროებით შეჩერებაზე გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის ინჟინრების უმრავლესობა კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებით გადასულია დისტანციურ მუშაობაზე. შექმნილ ვითარებაში და ასეთი პირობებში ბრაუზერის მუშაობის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც კომპანია Google-მა გაამახვილა თავისი ყურადღება სტაბილურობის და უსაფრთხოების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. ამგვარად მოიქცა მეორე IT გიგანტი კორპორაცია Microsoft – იც, რომელმაც გადადო საკუთარი პროდუქტების განახლება, ისეთების როგორიცაა ინტერნეტ ბრაუზერი Edge და ასევე Windows 10.

ახლა კი, Google აცხადებს, რომ განახლებები მისი პროდუქტებისთვის კვლავ გამოვა, მაგრამ შეცვლილი გრაფიკით.  ბრაუზერი შემდეგი სტაბილური ვერსია Chrome 81 გამოვა უკვე 7 აპრილს, Chrome 83 რელიზი დაგეგმილია მაისის შუა რიცხვებში, ხოლო Chrome 82, როგორ უკვე იყო გამოცხდებული კორპორაციის მიერ, საერთოდ არ იქნება გამოსული.

უკვე ამ კვირაში გამოვა Canary, Dev და Beta არხების განახლებები. როგორც მოსალოდნელია, Chanary არხზე გამოვა Chrome 81, ხოლო Dev და Beta-ზე გამოვა უკვე Chrome 83. გრაფიკი ბრაუზერის Chrome 84 ვერსიისთვის გამოქვეყნდება მალე.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association