თარიღი
/   ავტორიSCSA

გრაფიკულ გამოსახულებაში ტექსტის დამალვა

 რუბრიკა:  სკრიპტები

სტატია არის შემეცნებითი ხასიათის და შექმნილია მხოლოდ ტექნოლოგიის დემონსტრაციისთვის. ყველა არაკანონიერ ქმედებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ მისი შემსრულებელი! 

ამ სტატიაში იქნება აღწერილი ნებისმიერი ტექსტური ფაილის ნებისმიერ გრაფიკულ გამოსახულებაში დამალვის მეთოდი.  მონაცემების უსაფრთხოების ეს მეთოდი არის საკმაოდ ძლიერი მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, რადგან ტექსტზე წვდომა ექნება მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელმაც იცის მითითებული პაროლი. ამ დაშიფრვის მეთოდს სტეგანოგრაფია ეწოდება.  სტატია არის შემეცნებითი ხასიათის და შექმნილია მხოლოდ ტექნოლოგიის დემონსტრაციისთვის. ყველა არაკანონიერ ქმედებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ მისი შემსრულებელი!

ტერმინალში შეგვყავს შემდეგი ბრძანებები:

apt update && apt upgrade -y

pkg install nano steghide -y

როგორ შევინახოთ ტექსტი გამოსახულებაში ?

nano hide.txt (ვწერთ შიგთავსის ტექსტს)

ამ მაგალითში დაიშიფრება hide.txt ფაილში მყოფი ტექსტი “Take me out!”

ახლა საჭიროა ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, მისი გახსნა შესაძლებელია Termux-ში ან შესაძლებელია გადავიტანოთ ფესვის (root) დირექტორიიდან cd/ls ბრძანებების მეშვეობით . საბოლოოდ, გრაფიკული გამოსახულება და hide.txt ფაილი უნდა აღმოჩნდნენ ერთ დირექტორიაში.

steghide embed -ef hide.txt -cf img.jpg -sf img.jpg -e none -Z

img.jpg-ს ნაცვლად ვუთითებთ გრაფიკული გამოსახულების დასახელებას.

ვეთანხმებით (overwrite ? y)

ამის შემდეგ ვქმნით პაროლს და ვახდენთ მის დადასტურებას. თუ პაროლი დადასტურებულია, ტექსტური ფაილი “დაიმალება” გრაფიკულ გამოსახულებაში.

როგორ ვნახოთ შენახული ფაილის ტექსტი ?

steghide extract -sf img.jpg -xf name.txt

ეს ბრძანება ამატებს დამალულ ტექსტს name.txt ფაილში. ტექსტის გამოსაყვანად ვწერთ nano name.txt.

წყარო: Termux – one ❤

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association