თარიღი
/   ავტორიSCSA

რა ღირს სრულიად ახალი პიროვნების შეძენა 2020 წელს ?

 რუბრიკა:  თაღლითობა

სრულიად ახალი პიროვნების შექმნის ღირებულება $2048 შეადგენს

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება ახალი პიროვნების შექმნა. Dark Web-ში არსებული სპეციალური ტიპის სავაჭრო პლატფორმებზე შესაძლებელია ახალი პიროვნებისთვის დოკუმენტების მთელი პაკეტის შეძენა. დღეისთვის ახალი ყალბი პასპორტის და სხვა საბუთების შეძენა არც თუ ისე რთულია. უსაფრთხოების სპეციალისტებმა SafetyDetectives – დან გაანალიზეს რამდენიმე სავაჭრო რესურსი Dark Web – ში, იმის დასადგენად თუ რა პირობებში შესაძლებელია ახალი პიროვნების შექმნა.

მსგავსი ტიპის მომსახურების მისაღებად როგორც წესი გამოიყენება Bitcoin-ები (BTC), მაგრამ საკმაოდ ხშირად არსებობს აშშ დოლარებში ანგარიშსწორების მეთოდიც. სრულიად ახალი პიროვნების შეძენის ფასი დამოკიდებული ქვეყანაზე, რადგან შეიცავს ქვეყნის პასპორტს, დაბადების და მართვის მოწმობას, განათლების დიპლომს და ფინანსურ მონაცემებს.

სრულიად ახალი პიროვნების შექმნის ღირებულება დაახლოებით $2048 შეადგენს, რაც დამოკიდებულია ქვეყანაზე, რადგან სხვა და სხვა ქვეყნებში ცხოვრების დონე განსხვავებულია. ამით განპირობებულია გარკვეულ მომსახურებაზე განსხვავებული ფასები. აგრეთვე ფასი დამოკიდებულია ამა თუ იმ საბუთის მიღების სირთულესა და დროზე.

ახალი პიროვნების შექმნის საფასური ქვეყნების მიხედვით არის შემდეგნაირი:

  • ავსტრალია — $4294;
  • დიდი ბრიტანეთი — $3253;
  • ევროპის ქვეყნები — $3051;
  • აშშ — $13051;
  • კანადა — $3038.

ექსპერტების თქმით, ისეთი ყალბი დოკუმენტები, რომლებითაც შესაძლებელია “გადამოწმების” გავლა და უფრო მიახლოებულია ორიგინალთან, ღირს უფრო ძვირი. ხოლო ყველაზე მარტივი ყალბი პასპორტის მიღება ზოგ შემთხვევაში $10 ფარგლებშიც არის შესაძლებელი. ნაღდი პასპორტის ღირებულება Dark Web-ში შეადგენს:

  • ავსტრალია — $745;
  • კანდა — $745;
  • ევროპის ქვეყნები — $750;
  • აშშ — $850.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association