თარიღი
/   ავტორიSCSA

გუგა ლომიძე – სპეციალიზაციის კურსი რამდენიმე მიმართულებით დამეხმარა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ამ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი კიდევ ერთი სტუდენტის წარმატების ისტორია! გუგა ლომიძე ჩაერთო კიბერ სპეციალიზაციის პროგრამაში და წარმატებით გაიარა სასწავლო მოდულები. ამ პერიოდში გუგამ შეიცვალა სამსახური და ამ ეტაპისთვის იკავებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. გუგას რამდენიმე თემატური კითხვა დავუსვით, ზოგადად სპეციალიზაციაზე და მისი სამუშაოს შესახებ.    

1 – კომპანიის დასახელება და თქვენი ახლანდელი პოზიცია?

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი

2 – რას გულისხმობს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის როლი ?

ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციებში შედის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის  დაგეგმვის, დანერგვის, მონიტორინგის და შეფასების ხელშეწყობა/იმპლემენტაცია. 

3 – როგორ გაიგეთ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შესახებ ?

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შესახებ გავიგე, სოციალური ქსელიდან და  პირებისგან რომელთაც  ჰქონდათ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გამოცდილება.

4 – რატომ გადაწყვიტეთ მიგეღოთ მონაწილეობა კიბერ სპეციალიზაციაში ?

ერთის მხრივ ამ კუთხით ერთხელ მიღებული ცოდნა არასდროს  არის საკმარისი,  კიბერ უსაფრთხოების ყველა მიმართულება მუდმივად საჭიროებს ცოდნის განახლებას და სიახლეებისკენ სწრაფვას, რადგან სხვაგვარად შესაძლოა გამოგვრჩეს ის ტექნოლოგიები და ხელსაწყოები, რომელიც  იწარმოება, იხვეწება ან იცვლება უკეთესით.  მეორეს მხრივ კიბერ სპეციალიზაცია  ინტენსიური პროგრამაა, რომელიც მოიცავს კიბერ უსაფრთხოების  ძირითად მიმართულებებს და  თანამდეროვე მიდგომებს, რაც ერგება დღეს არსებულ საჭიროებებს.

5 – რა როლი ითამაშა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სპეციალიზაციამ თქვენს კარიერაზე ?

რთულია დამოუკიდებლად გამოყო მსგავსი საკითხები, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სპეციალიზაციის კურსი რამდენიმე მიმართულებით დამეხმარა,  პირველ რიგში შევიძინე ახალი ცოდნა და გარდა ამისა შევძელი მომეხდინა დანაკლისის იდენტიფიცირება, რაც სამომავლოდ მასზე მუშაობასა და შევსებაში დამეხმარა.

6 – კიბერუსაფრთხოების რა მიმართულებას გამოყოფდით როგორც თქვენთვის უფრო საინტერესოს?

კიბერუსაფრთხოების ყველა მიმართულებას თავისი ხიბლი აქვს, თუმცა ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩემი აზრით მართვა და უსაფრთხოების ოპერირების ნაწილია,  მართვის მიმართულებით გიწევს სისტემურად აღიქვა, როგორც შიდა ორგანიზაციული ასევე გარე აქტორები და ამ მოცემულობის მიხედვით იმოქმედო, ეს კი იძლევა  შესაძლებლობას  შექმნა უსაფრთხოების სისტემა რომელიც ერგება ორგანიზაციის საჭიროებებს, რაც შეეხება ოპერირების ნაწილს, ის ბევრად დინამიურია და პროცესებზე ზრუნვას გულისხმობს.

7 – როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ მიმართულებით ახლო მომავალში?

ამ კუთხით ვაგრძელებ მუშაობას,  ბევრი საინტერესო მიმართულებაა, როგორც სისტემის მართვის ასევე ტექნიკური კუთხით.

სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მთელი გუნდის სახელით ვულოცავთ გუგას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მხოლოდ წინსვლას! 

 

 

 

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association