თარიღი
/   ავტორიSCSA

SCSA გახდა Maryland – ის კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის წევრი

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია გახდა Maryland – ის კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის წევრი.

შეგახსენებთ, რომ Maryland-ის უნივერსიტეტი არის კიბერ უსაფრთხოების განათლების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია მსოფლიოში. Maryland-ის კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია კი, ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ამ ეტაპისთვის 650 – ზე მეტი პარტნიორით მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ხელმძღვანელობას ჰქონდათ აქტიური კომუნიკაცია Maryladn – ის ასოციაციის წარმომადგენლებთან, რის ფარგლებშიც იყო განხილული სამომავლო ერთობლივი გეგმები და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.

ამ ეტაპისთვის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია SCSA არის Maryland – ის კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ოფიციალური წევრი, რაც საქართველოს და მთელი ჩვენი რეგიონის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების განვითარებისთვის არის დიდი მიღწევა.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association