თარიღი
/   ავტორიSCSA

იაპონიის სასტუმროებში რობოტების გატეხვამ სტუმრებზე თვალთვალი გამოიწვია

 რუბრიკა:  თავდასხმები ,  სისუსტეები

სისუსტის ექსპლუატირებით ბოროტმოქმედს ეძლევა შესაძლებლობა სასტუმროს კლიენტებს დისტანციურად უთვალთვალოს.  

იაპონურმა სააგენტო H.I.S. Group-მა Tapia რობოტების შესახებ უსაფრთხოების გაფრთხილებას იგნორირება გაუკეთა. აგენტი ემსახურებოდა Henn na Maihama სასტუმროების ქსელს და ამჟამად მას უხდის ბოდიშს. ქსელში განთავსებულია სისუსტის PoC კოდი, რომლის მეშვეობითაც ბოროტმოქმედი იძენს კონტროლს რობოტზე არსებულ კამერაზე და მისი მეშვეობით შეუძლია სასტუმროს სტუმრებს უთვალთვალოს, აცხადებს Tokyo Reporter.

Henn na Maihama სასტუმროების ქსელში კლიენტებს რობოტები ემსახურებიან. პერსონალი რეგისტრაციის განყოფილებაში წარმოდგენილია დინოზავრების სახით, ხოლო ნომრებში სტუმრებს Tapia რობოტები ემსახურებიან. მოწყობილობას შეუძლია ხმისა და მოქმედებების ამოცნობა. ასევე, შეუძლია ხმის ინტონაციით მომხმარებლის ხასიათის დადგენა. რობოტი იმახსოვრებს სახელებს დაბადების თარიღებს და შეუძლია ჩართოს მუსიკა, მიხედოს ნომრებში უსაფრთხოებას და სევე შეუძლია განახორციელოს ზარები ან აწარმოოს შეკვეთები ინტერნეტში.

რამოდენიმე თვის წინ მკვლევარმა ნიკით lrvick უკვე გააფრთხილა H.I.S. Group, Tapia-ს რობოტებში არსებული პრობლემის შესახებ, რომელიც იწვევს რობოტის კამერასა და ჩაშენებულ მიკროფონზე დისტანციური კონტროლის მიღებას, მაგრამ ტურისტულმა აგენტმა ამ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ, მკვლევარმა PoC კოდი ღია წვდომისთვის გამოაქვეყნა.

სასტუმროების ქსელში შედის 10 სასტუმრო, რომლებშიც პერსონალის სახით რობოტებია წარმოდგენილი. ამ ეტაპისთვის საუბარია მხოლოდ Tapia-ს რობოტებზე, ისიც ერთ სასტუმროში. ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი გამოიყენება თუ არა ამ ტიპის რობოტები ასევე სხვა სასტუმროებშიც.

 ტეგები:  H.I.S. Group ,  გატეხვა ,  რობოტი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association