თარიღი
/   ავტორიSCSA

Samsung – მა თითის ანაბეჭდის სენსორის პრობლემის მოგვარების პატჩი გამოუშვა

 რუბრიკა:  სისუსტეები ,  სმარტფონები

განახლებამ უნდა დაბლოკოს მოწყობილობაზე თითის ანაბეჭდის სკანერის არიდებით ავტორიზაციის შესაძლებლობა.

კომპანია Samsung-მა გამოუშვა სისტემური განახლება, რომელიც აგვარებს თითს ანაბეჭდის სკანერის პრობლემას Galaxy S10 და Note 10 მოდელებში.

Samsung-ის განახლების გამოსვლამდე რამოდენიმე ბანკმა თავისით მიიღო უსაფრთხოების ზომები. მაგალითად ერთ-ერთმა ფინანსურმა ორგანიზაციამ თავის აპლიკაციაში Galaxy S10-სთვის გათიშა ბიომეტრიული აუტენთიფიკაციის ფუნქცია. სხვები კი უფრო რადიკალურად მოიქცნენ და საერთოდ დაუბლოკეს Galaxy S10 – ს მფლობელებს Play Store-დან მათი აპლიკაციების გადმოწერა.

სკანერების პრობლემებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Samsung – მა შეასრულა დანაპირები და გამოუშვა განახლება. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის განცხადებით, 23 ოქტომბერს კომპანიამ ბიომეტრიული აუტენთიფიკაციის გასწორების მიზნით Galaxy S10-ის მომხმარებლებს სისტემების განახლება სთხოვა. პრობლემის სერიოზულობის გათვალისწინებით, ინფორმაცია აუცილებელი განახლების შესახებ გაიგზავნება Samsung-ის მოწყობილობების ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელთან.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association