თარიღი
/   ავტორიSCSA

ID Quantique უშვებს მაღალი სიმძლავრის ორ QRNG PCIe ბარათს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები ,  კრიპტოგრაფია

ახალი პროდუქტები იყენებენ ID Quantique-ის უახლეს ტექნოლოგიებს 40Mbps და 240Mbps სიჩქარით მონაცემთა გადაცემის ენტროპიის მისაღწევად

ID Quantique (IDQ) მსოფლიო ლიდერმა კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორებში (QRNG) რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა რომ მათი კვანტური პროდუქტების რიგს დაემატა კიდევ ორი ახალი წევრი.

დღევანდელ რეალობაში, როცა პროცესების უმეტესობა გადასულია ონლაინ რეჟიმზე რეალურად შემთხვევითი რიცხვების გენერაცია არის ძალზედ მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურების მთელ რიგში. აღნიშნული გენერატორები გამოიყენება ისეთ მიმართულებებში როგორიცაა კრიპტოგრაფიული სერვისები, სერვერები, ვირტუალური მანქანები, დახურული წვდომის ქსელები და ა.შ.

კომპანია ID Quantique მიმართულია მაღალი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე. შემთხვევითი რიცხვები საჭიროა უამრავ დარგში, მაგრამ მათი გენერაცია ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული, რაც ქმნის გარკვეულ პრობლემებს სისტემებში. გამართული მუშაობისთვის და რეალური შემთხვევითობისთვის საჭიროა ფიზიკური წყარო. კვანტური ფიზიკა შემთხვევითია თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შესაბამისად კვანტური პროცესის გამოყენება შემთხვევითობისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყარო ჭეშმარიტი შემთხვევითობისთვის.

ახალი წარმოდგენილი პროდუქტები იყენებენ ID Quantique-ის უახლეს ტექნოლოგიებს 40Mbps და 240Mbps სიჩქარით მონაცემთა გადაცემის ენტროპიის მისაღწევად. პროცესში აგრეთვე დანერგილია NIST-ის შესაბამისი პოსტ-დამუშავება. ახალ პროდუქტებს აქვთ შესაძლებლობა დაამუშაონ რამდენიმე სერვისი ჭეშმარიტი შემთხვევითობის პირობებში. ამ მეთოდით რეალურ დროში ხორციელდება სტატუსის ვერიფიკაცია, რის საფუძველზეც Quantis PCie ბარათები ყოველთვის უზრუნველყოფენ მაღალი დონის ენტროპიას.

წყარო: ID Quantique

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association