თარიღი
/   ავტორიSCSA

iPhone-ის მომხმარებლები ნიღბებში უფრო მარტივად მოხსნიან ეკრანის ბლოკირებას

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ადრინდელ ვერსიებში, როცა სისტემა ხედავდა მომხმარებლის სახეს ნიღაბში, პინ კოდის ჩაწერას სთავაზობდა მხოლოდ სკანირების რამდენიმე ცდის შემდეგ. 

კომპანია Apple-მა საკუთარი მობილური ოპერაციული სისტემის iOS 13.5 ბეტა ვერსიაში დაამატა ნიღბიანი სახის ამოცნობის გამარტივებული ფუნქცია. ამის შესახებ საკუთარ Tiwtter პროფილში ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა Apple-ის მომხმარებელმა. ახალ iOS-ში სისტემა პირველივე სკანირების ცდიდან ხვდება, რომ მომხმარებელს სახეზე უკეთია ნიღაბი და მაშინვე სთავაზობს პინ კოდის შეყვანას. აღსანიშნავია რომ სისტემის ადრინდელ ვერსიებში, როცა აპარატი ხედავდა მომხმარებლის სახეს ნიღაბში, პინ კოდის ჩაწერას სთავაზობდა მხოლოდ სკანირების რამდენიმე ცდის შემდეგ.

მეორე სასიამოვნო სიახლე Touch ID – ის მქონე აპარატების მომხმარებლებისთვის არის ის, რომ სისტემის ახალ ვერსიაში შესაძლებელია თითის ანაბეჭდის მეთოდის ეკრანის ბლოკის მოხსნა ასევე ხელთათმანებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი თითის ანაბეჭდი (სამედიცინო ხელთათმანებში) წინასწარ უნდა იყოს შეყვანილი ბაზაში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association