თარიღი
/   ავტორიSCSA

ID Quantique უშვებს ულტრა მცირე კვანტურ შემთხვევითი რიცხვების გენერატორს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

IDQ Quantis QRNG ჩიპი (IDQ250C2) არის მცირე პროფილის, ეკონომიურია ენერგიის მოხმარების კუთხით და ქმნის უკეთეს დაცვას მობილური მოწყობილობებისთვის. 

მსოფლიოში კვანტური უსაფრთხოების გადაწყვეტების ერთ-ერთმა წამყვანმა ორგანიზაციამ ID Quantique (IDQ) გააკეთა უახლესი კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორის ანონსი. გენერატორი იქნება განკუთვნილი მობილური და Internet of Things (IoT) მოწყობილობების უსაფრთხოებისთვის. ეს გადაწყვეტა ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელშიც კომპაქტური ზომა და ენერგიის მცირე მოხმარება არის კრიტიკული ფაქტორები.

ახლანდელ რეალობაში როცა ინტერნეტ ტექნოლოგიები მაღალ დონეზე არის განვითარებული, საჭიროა პორტატული და ჭკვიანი მოწყობილობების სათანადო დაცვა. არსებობს უამრავი მონაცემების გადაცემის არხები, მათ შორის უმსხვილესი მობილური ინტერნეტ კავშირი. სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე მსოფლიოში ონლაინ მოწყობილობების რაოდენობა 2026 წლისთვის 43 მილიარდს მიაღწევს.

მობილური აპლიკაციები დღეს არის დიდი ნაკადის მატარებელი, მათ შორის მომხმარებლების პირადი მონაცემების და სხვა სენსიტიური ინფორმაციის. აგრეთვე დღეისთვის ძალიან პოპულარული სხვა და სხვა ჭკვიანი მოწყობილობები, დაწყებული საათით ან სამაჯურით და დამთავრებული smart სახლებით. ყველა ამ მოწყობილობას სჭირდება მაღალი დონის და რაც მთავარი შედარებით ნაკლები რესურსის მომხმარებელი სისტემები. IDQ Quantis QRNG ჩიპი (IDQ250C2) არის მცირე პროფილის, ეკონომიურია ენერგიის მოხმარების კუთხით და ქმნის უკეთეს დაცვას მობილური მოწყობილობებისთვის.

სრული ახალი IDQ Quantis – ის ჩიპის აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association