თარიღი
/   ავტორიSCSA

Zoom – ში გაუქმებულია მომხმარებლების LinkedIn პროფილების მოგროვების ფუნქცია

 რუბრიკა:  სისუსტეები

LinkedIn Sales Navigator – ის საშუალებით პრივატულობის პარამეტრების მიუხედავად იყო შესაძლებელი კონფერენციის მონაწილეების LinkedIn პროფილების ნახვა

COVID-19 -თან დაკავშირებით პროგრამა Zoom უბრალო ონლაინ კონფერენციების ჩასატარებელი საშუალებიდან მსოფლიოში დისტანციური კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმად იქცა. კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაცია აიძულებს სხვა და სხვა დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

Zoom – ის სერვისის ძალიან დიდმა პოპულარულობამ მიიქცია კიბერ უსაფრთხოების მკვლევარების ყურადღება. ამ დროისთვის უკვე გამოვლენილია სერვისთან დაკავშირებული უსაფრთხოების პრობლემების მთელი რიგი.  უკვე არსებული უსაფრთხოების პრობლემების გარდა, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება შესაძლებელი Zoom – ში კონფერენციის მონაწილეების LinkedIn პროფილების ფარულად დათვალიერება.

მათთვის, ვინც კარგად არ იცნობს Zoom – ს, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამ სერვისის მიღმა იმალება მთელი ეკოსისტემა. პროგრამაში ერთი ღილაკის დაჭერით შესაძლებელია ინტეგრაცია ისეთ სერვისებთან როგორიცაა Slack, Google Calendar და ასევე LinkedIn Sales Navigator – საკმაოდ საინტერესო ხელსაწყო რისი საშუალებით პრივატულობის პარამეტრების მიუხედავად იყო შესაძლებელი კონფერენციის მონაწილეების LinkedIn პროფილების ნახვა. პროგრამა უკავშირდება აღნიშნულ სერვისს, რისთვისაც დაწესებულია გადასახადი $80 თვეში.

Zoom – ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულია განცხადება იმის შესახებ, რომ ხელსაწყო LinkedIn Sales Navigator – ის ინტეგრაცია ამოღებულია პროგრამის ფუნქციონალიდან. ამავდროულად LinkedIn -ში ეს სერვისი კვლავ არის ხელმისაწვდომი თვეში $80 -ად.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association