თარიღი
/   ავტორიSCSA

რუსეთში შეიქმნა IoT მოწყობილობების შიფრაციის სქემა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

სქემის გამოყენებით იქნება შესაძლებელი მონაცემების სხვა და სხვა სერვერებზე გადანაწილება, რაც საგრძნობლად გაზრდის უსაფრთხოების დონეს 

რუსეთის მეცნიერებმა South Ural State University – დან შეიმუშავეს IoT (Internet of Things) მოწყობილობების მონაცემების შენახვის და გადანაწილების ახალი სქემა. ახალი სქემის შექმნის შესახებ განაცხადა საინფორმაციო სააგენტომ «РИА Новости».

სპეციალისტების თქმით, ბოროტმოქმედებს შეუძლიათ IoT მოწყობილობების მიერ გადაცემული ინფორმაციის გადაჭერა და შემდგომი ანალიზი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეისთვის სულ უფრო ბევრი მოწყობილობა ხდება “ჭკვიანი”, უბრალო მრიცხველსაც შეუძლია გარკვეული ციფრული ინფორმაციის მიღება და გადაგზავნა. ამგვარად მონაცემების გადაჭერით ბოროტმოქმედს შეუძლია იმის გარკვევა მაგალითად როდის იმყოფება მსხვერპლი სახლში. ეს ინფორმაცია იძლევა ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკის გაგების საშუალებას, რაც ბოროტმოქმედს დაეხმარება შემდგომი ფიზიკური თავდასხმის განხორციელებაში.

“ნაცლად იმისა, რომ შევაგროვოთ მთელი ინფორმაცია ერთი ბლოკის ფარგლებში, ჩვენ მას ვანაწილებთ სხვა და სხვა სერვერებზე, რომლებსაც ცხადია ჰყავთ განსხვავებული მფლობელები. ამგვარად, თუკი ბოროტმოქმედი შეძლებს ინფორმაციის რაიმე გზით მოპოვებას, ეს იქმნება მხოლოდ ერთი ნაწილი, რომლიდანაც სრული სურათი არ გამოჩნდება. ამასთან ერთად, ინფორმაციის განაწილების ასეთი მეთოდი იქნება ძალიან სასარგებლო მონაცემების ნაწილის დაკარგვის შემთხვევაში. აღდგენა იქნება შესაძლებელი სხვა წყაროების ჩართვით” – აცხადებენ მეცნიერები.

მომავალში მეცნიერების მიერ ასევე დაგეგმილია სისტემის დანერგვა არეული პარამეტრების პირობებში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association