თარიღი
/   ავტორიSCSA

ARCHER სუპერ კომპიუტერზე მოხდა თავდასხმა

 რუბრიკა:  თავდასხმები

კიბერ თავდასხმის შედეგად შესაძლოა იყო კომპრომიტირებული მომხმარებლების SSH გასაღები

უცნობმა ბოროტმოქმედებმა მოახდინეს თავდასხმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კომპიუტერის ARCHER – ის ავტორიზაციის კვანძზე. სისტემური ადმინისტრატორების განცხადებით, შესაძლოა, რომ კიბერ თავდასხმის შედეგად იყო კომპრომიტირებული მომხმარებლების SSH გასაღები. ამიტომაც მომხმარებლებისთვის რეკომენდირებული იყო პაროლების და ასევე SSH გასაღების შეცვლა, თუ ეს უკანასკნელები გამოიყენება ავტორიზაციის დროს.

სისტემური ადმინისტრატორების თქმით, ბოროტმოქმედებმა ARCHER – ის გარდა განახორციელეს თავდასხმები სხვა ევროპაში მომუშავე მსხვილ სუპერ კომპიუტერზე. ამ ეტაპისთვის დიდი ბრიტანეთის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის (National Cyber Security Centre, NCSC) ჩართულობით აღნიშნულ ინციდენტზე ხორციელდება გამოძიება.

გამომცემლობა The Register – ის განცხადებით ARCHER – ი გამოიყენება მეცნიერების მიერ ბიოლოგიური კვლევების განხორციელებისთვის, მათ შორის COVID-19 ვირუსის გამოკვლევებიც. ერთ-ერთი მოსაზრებით ბოროტმოქმედებმა განახორციელეს თავდასხმა კვლევების შედეგების მოპოვების მიზნით. ARCHER -ი წარმოადგენს Cray XC30 კომპიუტერს, რომელიც შედგება 118 080 Intel Xeon E5 პროცესორისგან. კომპიუტერი იმყოფება ედინბურგის უნივერსიტეტში (The University of Edinburgh) და იკავებს 334 ადგილს ევროპის ყველაზე მძლავრ 500 კომპიუტერს შორის.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association