თარიღი
/   ავტორიSCSA

მოზარდმა 24 მილიონი დოლარი მოიპარა

 რუბრიკა:  თაღლითობა

ბოროტმოქმედის მსხვერპლი გახდა კონსალტინგ ორგანიზაცია Transform Group – ის დირექტორი

Transform Group – ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ტერპინმა (Michael Terpin) სასამართლო საჩივარი ელის პინქსის (Ellis Pinksy) სახელზე შეიტანა. დოკუმენტის თანახმად 2018 წელს ელის პინქსიმ სხვა პირებთან ერთად შეაღწია მაიკლ ტერპინსის ტელეფონში და მას თანხა მოპარა.

მაიკლ ტერპინის განცხადებით, ელის პინკსი სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად ადგენდა პირების კრიპტო ვალუტების ბირჟებზე აქტივობას, რის შემდეგაც მოტყუების ან ქრთამის გზით ღებულობდა ინფორმაციას უსადენო კავშირის ოპერატორების თანამშრომლებისგან. მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, ბოროტმოქმედები ახერხებდნენ აუთენტიფიკაციის შეტყობინებების გადაჭერას და შედეგად მსხვერპლების პროფილებზე წვდომის მოპოვებას. მსხვერპლების კრიპტო საფულეებიდან ხდებოდა თანხის გადარიცხვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელის პინსკი ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში არაერთხელ უზიარებდა მეგობრებს, რომ დაახლოებით 100 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა ჰქონდა მოპარული. აგრეთვე ცნობილია, რომ სასამართლოში საჩივრის შეტანისთანავე მაიკლ ტერპინმა მიიღო თანხა და ღირებული აქტივები მათ შორის კრიპტოვალუტის სახით, მაგრამ ამან მას აზრი არ შეაცვლევინა და საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა – საჩივარი კვლავ აქტიურია.

მაიკლ ტერპინის განცხადებით პინკსის ასევე ეხმარებოდა ნიკოლას ტრულია (Nicholas Truglia), რომელიც 2019 წელს იყო დაპატიმრებული SIM swap-ინგის ინციდენტის საფუძველზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association