თარიღი
/   ავტორიSCSA

ორმაგი აუტენტიფიკაცია ბლოკავს თავდასხმების 99.9%

 რუბრიკა:  თავდასხმები

თავდასხმების მხოლოდ 0.1% მოდის ტექნიკური ამოცანებზე, რომელიც დაკავშირებულია ორმაგი აუტენტიფიკაციის ტოკენების გადაჭერასთან, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

Microsoft-ის cloud სერვისებზე ყოველდღიურად 300 000 – მდე თავდასხმის მცდელობა ხორციელდება. ბევრი ტიპის თავდასხმის თავიდან ასარიდებლად საკმაოდ კარგი ვარიანტია ორმაგი აუტენტიფიკაციის გამოყენებაა.

კორპორაცია Microsoft – ის თქმით, მომხმარებელს, რომელსაც აქვს გააქტიურებული ორმაგი აუტენტიფიკაციის მექანიზმი, შედეგად ბლოკავს პოტენციური ავტომატური თავდასხმების 99.9%. ამ დაცვითი მექანიზმის გამოყენების რეკომენდაცია არ ვრცელდება მხოლოდ Microsoft-ის მომხმარებლებზე, ორმაგი აუტენტიფიკაცია ასევე იქნება ძალიან სასარგებლო სხვადასხვა ვებ საიტების და სერვისების გამოყენებისას. თუ სერვისს გააჩნია ამ დაცვითი მექანიზმის მხარდაჭერა, Microsoft-ი გვირჩევს იგი აუცილებლად გამოვიყენოთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება უბრალოდ SMS შეტყობინებით დადასტურება ან რაიმე უფრო ძლიერი, მაგალითად ბიომეტრიული მონაცემების მოთხოვნის მექანიზმი.

აქტიური ორმაგი აუტენტიფიკაციის მექანიზმი, როგორც აცხადებენ სპეციალისტები დაიცავს მომხმარებელს 99.9% შემთხვევაში, თუკი თავდასხმა არ არის დაკავშირებული ორმაგი აუტენტიფიკაციის ტოკენების გადაჭერა და გამოყენებასთან, რომლების დროსაც ბოროტმოქმედები იყენებენ სპეციალურ ტექნიკურ ხერხებს.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association