თარიღი
/   ავტორიSCSA

Split ან A/B ტესტი

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

რა არის A/B ტესტირება

A/B ან, როგორც თანამედროვე მარკეტინგსა და მომხმარებლის ინტერფეისში მიღებულია Split test-ი არის მომხმარებელზე მორგებული სპეციალური ტესტი, რომელიც ტარდება სხვადასხვა ვებ საიტებსა და სისტემებში.

Split ტესტის მიზანი:

შესაბამისი ტესტირების შემდეგ საიტის / სისტემის მფლობელისთვის ხდება უფრო გასაგები თუ რომელი ელემენტების / ფერების ან სხვა კომპონენტების ვარიაცია მომხმარებლისთვის არის უფრო მიმზიდველი და მუშა.

როგორ ხორციელდება Split ტესტი:

იქმნება საიტის / სისტემის დიზაინის და სტრუქტურის რამოდენიმე ვარიანტი (გავრცელებულია 2, თუმცა შესაძლებელია მეტიც).
მომხმარებლების ნაწილი ხედავს A ვარიაციას, ხოლო სხვა ნაწილი – B ან C ვარიაციას.

ძირითადი სხვაობა ვარიაციებში შეიძლება იყოს:

– ბლოკების განლაგება
– ფერები
– ფუნქციონალური / სამართავი ელემენტების ცვლილება
– აქცენტების გადატანა

რას გვაძლევს Split ტესტი:

ტესტის ჩატარების შემდეგ, საიტის / სისტემის მფლობელის განკარგულებაში ხვდება ვარიეციების შესახებ მონაცემები, რაც ასახავს მომხმარებლების მიერ მოწონებული ან არმოწონებული ვარიაციების პროცენტულ მაჩვენებელს.

ტესტის მონაცემების საფუძველზე, მფლობელს შეუძლია კონკრეტული დასკვნების გაკეთება, რაც მას უკეთესი კონვერსიის მიღებაში დაეხმარება .

მომხმარებლის კომფორტული მუშაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც საიტის / სისტემის სტაბილურობაზე მეტყველებს.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association