თარიღი
/   ავტორიSCSA

პოპულარული Android ანტივირუსები მომხმარებლებს უთვალთვალებენ

 რუბრიკა:  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა

Google Play სერვისიდან 1.66 მილიარდ ჯერ გადმოწერილი აპლიკაციები ქმნიან მომხმარებლის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

VPNPro – ს მკვლევრებმა შეისწავლეს 15 პოპულარული ანტივირუსი Android-ის სისტემაზე, რომლების გადმოწერაც შესაძლებელია Google Play-დან. ანალიზის მსვლელობისას დადგინდა, რომ 6 აპლიკაცია ითხოვს წვდომას მოწყობილობის მიკროფონთან და კამერასთან. ამასთან ერთად, აპლიკაიცები ითხოვდნენ წვდომას ფაილების წაკითხვა / ჩაწერაზე, ზარების განხორციელებაზე და ა.შ.

ეს აპლიკაციები საერთო ჯამში ერთად იყო გადმოწერილი დაახლოებით 1.66 მილიარდ ჯერ.

  • Security Master – ანტივირუსი, VPN, AppLock, ბუსტერი (500 მლნ ჩამოტვირთვა);
  • Antivirus Free 2019 – ვირუსები სკანირება და წაშლა, მეხსიერების გასუფთავება (10 მლნ გადმოწერა);
  • Virus Cleaner 2019 – ანტივირუსი, მეხსიერების გაწმენდა და ბუსტერი (50 მლნ ჩამოტვირთვა);
  • Virus Cleaner, Antivirus, Cleaner (MAX Security) – 50 მლნ ჩამოტვირთვა;
  • Super Phone Cleaner: Virus Cleaner, Phone Cleaner – 50 მლნ ჩამოტვირთვა;
  • Clean Master – ანტივირუსი, Applock და მეხსიერების გაწმენდა (1 მლრდ ჩამოტვირთვა).

აპლიკაციების მწარმოებლები ძირითად შემთხვევაში იმყოფებიან ჩინეთში (12 აპლიკაცია, 15 შესწავლილიდან). უფრო მეტიც, აპლიკაციებიდან სამს – ONE App Ltd, Hyper Speed და Smooth Apps Studio, გააჩნია ერთნაირი მისამართი. ამ წუთისთვის ეს პროდუქტები წაშლილია Google Play-დან.

საინტერესო ფაქტია, რომ აპლიკაციები ითხოვდნენ ACCESS_COARSE_LOCATION და ACCESS_FINE_LOCATION – ს, რაც მომხმარებლის ლოკაციის დადგენის საშუალებას იძლევა. როგორც წესი, აპლიკაციების ავტორები ახდენენ მონაცემები მონეტიზაციას, მისი გაყიდვით მონაცემების ბროკერულ კომპანიებზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association