თარიღი
/   ავტორიSCSA

სისუსტე iOS13-ში იწვევს keychain-დან მონაცემების გაჟონვას

 რუბრიკა:  სისუსტეები
Apple ,  ios ,  keychain

განახლებაში სწორდება სისუსტეების მთელი რიგი, მათ შორის Keychain -დან ინფორმაციის გაჟონვის პრობლემა

კომპანია Apple-მა გამოუშვა მორიგი განახლება თავისი ოპერაციული სისტემისთვის iOS 13. განახლებაში სწორდება სისუსტეების მთელი რიგი, მათ შორის Keychain -დან ინფორმაციის გაჟონვის პრობლემა. მომხმარებლები, რომლებიც რთავდნენ „ოჯახურ წვდომას“ თავიანთ iCloud პროფილებზე, ამჩნევდნენ, რომ მათი მონაცემები სინქრონიზირდება ოჯახის წევრების მოწყობილობებთან.

ერთ-ერთი iOS დეველოპერის, ტინმაი სონივანეს განცხადებით მისი პაროლები, რომლებიც ინახებოდა ე.წ. keychain-ში, აღმოჩნდა მისი ძმის მოწყობილობაში. ანუ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი შედის საიტზე, რომლისთვისაც პაროლი შენახულია keychain-ში, ეს პაროლი ხდება თვალსაჩინო და ავტომატურად ივსება სხვა ოჯახის წევრის მოწყობილობაზე, კერძოდ კი ირთვება ფორმის ავტომატური შევსების ფუნქცია Safari ბრაუზერში.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერ სონივანეს გარდა, ეს პრობლემა ასევე აღმოჩენილია სხვა მომხმარებლების მიერ. როგორც ხდება ცნობილი Apple-ის მხარდაჭერის ფორუმიდან, პრობლემები გამოჩნდა ჯერ კიდევ გასულ წელს, შესაბამისად ეს სისუსტე სისტემაში იყო iOS 13 ვერსიის გამოსვლამდეც.

 ტეგები:  Apple ,  ios ,  keychain

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association