თარიღი
/   ავტორიSCSA

ქვეყნები სადაც შეიძლება SIMJACKER თავდასხმის გამოყენება

 რუბრიკა:  სისუსტეები

უსაფრთხოების მკვლევარებმა გამოაქვეყნეს იმ ქვეყნების სია სადაც შესაძლებელია Simjacker თავდასხმის გამოყენება.

AdaptiveMobile Security – ს სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს სია, სადაც მოყვანილია ის ქვეყნები, რომლებშიც შესაძლებელია Simjacker თავდასხმის განხორციელება. სპეციალისტების თქმით, ამ ქვეყნებში იყიდება სიმ ბარათები, რომლებიც სუსტია ამ თავდასხმის მიმართ და შესაძლოა იყოს გამოყენებული რეალური თავდასხმების დროს.

ინფორმაცია Simjacker-ის შესახებ უკვე იყო გამოქვეყნებული წინა თვეში. ამ თავდასხმის არსი მიზანი სიმ ბარათის მეშვეობით მომხმარებელზე სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოპოვებაა, ისეთის როგორიცაა ობიექტის ადგილმდებარეობა. სისუსტე გამოიყენებოდა რეალური თავდასხმების განხორციელებისთვის უკვე ორი წლის მანძილზე.

თავდასხმების დეტალური ანალიზის შემდეგ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მავნე კოდის მატარებელ თავდასხმებში გამოვლინდა იმ ორგანიზაციების კვალი, რომლებიც მთავრობისთვის ჯაშუშურ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებენ.

მოწყვლადი ოპერატორების სიაში აღმოჩნდნენ შემდეგი ქვეყნები:

ცენტრალური ამერიკა

  • მექსიკა
  • გვატემალა
  • ბელიზი
  • დომინიკელთა რესპუბლიკა​
  • სალვადორი
  • ჰონდურასი
  • პანამა
  • ნიკარაგუა
  • კოსტა-რიკა

სამხრეთ ამერიკა

  • ბრაზილია
  • არგენტინა
  • პერუ
  • კოლუმბია
  • ეკვადორი
  • ჩილი
  • ურუგვაი
  • პარაგვაი

აფრიკა

  • ბენინი
  • კამერუნი
  • კოტ-დ’ივუარი
  • განა
  • ნიგერია

ევროპა

  • იტალია
  • ბულგარეთი
  • კვიპროსი

აზია

  • ერაყი
  • საუდის არაბეთი
  • ლიბანი
  • პალესტინა

 

უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტები არ ამჟღავნებენ ოპერატორების დასახელებებს.OTA SMS-შეტყობინება იგზავნება მომხმარებლის მოწყობილობაზე ოპერატორის მიერ ქსელური პარამეტრების გამართვისთვის.

 ტეგები:  Simjacker ,  სისუსტე ,  ქვეყნები

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association