თარიღი
/   ავტორიSCSA

ბრაუზერი Safari ზოგიერთ IP მისამართს ჩინეთში აგზავნის

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები
Apple ,  Google ,  Safari ,  Tencent

Apple ადასტურებს, რომ მართლაც აგზავნის ზოგიერთ IP მისამართს კომპანია Tencent-თან.

კომპანია Apple აგზავნის Safari ბრაუზერის ზოგიერთი მომხმარებლის IP მისამართს მისი კომუნიკაციის ჩინურ კონგლომერატ Tencent-ს. ამ დღეებში ამ ფაქტს ყურადღება Reclaim the Net გამომცემლობამ მიაქცია.

კომპანია Apple ადასტურებს, რომ აგზავნის ზოგიერთ IP მისამართს კომპანია Tencent-თან, რაც აღწერილია Safari ბრაუზერის კონფიდენციალურობის პარამეტრებში. სპეციალურ განყოფილებაში სახელწოდებით თაღლითური საიტის შესახებ შეტყობინება მითითებულია შემდეგი: Safari ბრაუზერში გახსნამდე შესაძლოა ინფორმაცია ვებ გვერდის შესახებ იყოს გაგზავნილი Google Safe Browsing და Tencent Safe Browsing ცენტრებში, იმის შესამოწმებლად არის თუ არა საიტი თაღლითური. ამ სერვისებს ასევე შეუძლიათ თქვენი IP მისამართების რეგისტრაცია.

თაღლითური საიტების შესახებ ინფორმაციის გაგზავნის მექანიზმი გააქტიურებულია ნაგულისხმევ რეჟიმში, შესაბამისად სანამ iPhone ან iPad – ს მფლობელი თვითონ არ გათიშავს ამ ოფციას, ზემოაღნიშნული სერვერები მიიღებენ მომხმარებლის მონაცემებს.

ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდიდან ახდენს Google და Tencent -ი მომხმარებლების IP მისამართების რეგისტრაციას ცნობილი არ არის.

 ტეგები:  Apple ,  Google ,  Safari ,  Tencent

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association