თარიღი
/   ავტორიSCSA

როგორ შევამოწმოთ ბრაუზერი მონაცემების გაჟონვაზე

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

Browserleaks – ის საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ ჟონავს თუ არა ინფორმაციას ჩვენი რეალური IP მისამართის შესახებ VPN სერვისი.

კიბერ სამყაროში დიდიხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მომხმარებლის კვალის შესახებ მოიპოვებოდა IP მისამართის და cookie ფაილების მეშვეობით. მაგრამ თანამედროვე ვებ ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ საიტების მომხმარებლების ინფორმაცია შესაძლოა იყოს მიღებული ეკრანის გაფართოების ან სისტემაზე დაყენებული შრიფტის ცოდნით.

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა ინფორმაციას ტოვებს ჩვენი ბრაუზერი საიტზე შესვლისას, შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალური სერვისი https://browserleaks.com/ სადაც წარმოდგენილია მომხმარებლის საიტების მიერ იდენტიფიცირების ხელსაწყოების მთელი რიგი. საიტზე არსებული ხელსაწყოების მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ თუ კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობენ რესურსები რომლებითაც ვსარგებლობთ ინტერნეტში.

მაგალითად, browserleaks – ის საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ ჟონავს თუ არა ინფორმაციას ჩვენი რეალური IP მისამართის შესახებ VPN სერვისი ან სისტემაში გამოყენებული შრიფტების მიხედვით გავიგოთ თუ რა ტიპის გრაფიკული ადაფტერი აყენია მანქანაზე.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association