თარიღი
/   ავტორიSCSA

რუსეთში შემუშავდა COVID-19-ით დაავადებულებზე სათვალთვალო სისტემა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

როგორც აღნიშნა კრემლში, მობილური ტელეფონების მომხმარებლების მოგროვებული ინფორმაცია არ არღვევს ამ უკანასკნელების უფლებებს

რუსეთში მინკომ კავშირის მიერ შემუშავდა რეგლამენტი, რის თანახმადაც ხდება COVID-19-ით დაავადებული კონტაქტების აღმოჩენა. პროცესში გამოიყენება მომხმარებლის გეოლოკაციის და მობილური ოპერატორების სხვა მონაცემები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საფუძვლად იქნება აღებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი COVID-19-ით დაავადებული მომხმარებლების მონაცემები. ამის შემდეგ, სპეციალური ალგორითმი, ადგენს მომხმარებლების სიას, რომლებსაც ჰქონდათ დაავადებულებთან კონტაქტი მობილური კავშირის მეშვეობით.

პროგრამის მიერ შექმნილი ადამიანების სია იქნება კორექტირებული აბონენტის დაავადებულ პირთან კონტაქტის და გატარებული დროის საფუძველზე. ამის შედეგად დგინდება იმ აბონენტების სია, რომლებიც შედიან COVID-19-ით დაავადების რისკის ზონაში. მიღებული მონაცემები ცენტრალიზირებულია რუსეთის მინკომ კავშირში და იგზავნება რუსეთის ფედერაციის სპეციალურ სუბიექტებთან, ისეთებთან როგორიცაა რუსეთის შსს.

როგორც აღნიშნა კრემლში, მობილური ტელეფონების მომხმარებლების მოგროვებული ინფორმაცია არ არღვევს ამ უკანასკნელების უფლებებს.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association