თარიღი
/   ავტორიSCSA

საკვირაო სკოლის მოსწავლემ მიიღო პირველი ადგილი საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების ოლიმპიადაზე

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

VII საერთაშორისო ოლიმპიადა „Ways and mechanisms to protect the information space of Ukraine from harmful information and psychological influences” ჩატარდა 29 აპრილს, დისტანციურად. ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა სტუდენტებმა ოთხი ქვეყნიდან (უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და საქართველო).

ოლიმპიადაში მონაწილეობდა საკვირაო კიბერ უსაფრთხოების სკოლიდან ოთხი მოსწავლე: რეზიკო ჩალაძე, გიორგი პაპავა, ალექსი კიკაჩეიშვილი და დავით ზედგინიძე. შეჯიბრის ფარგლებში გუნდმა საქართველოდან შესთავაზა ფიშინგის და სოციალური ინჟინერიის საწინააღმდეგო მეთოდიკა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომისიის წევრებმა და სხვა მონაწილეებმა სტუდენტებს დაუსვეს მრავალი კომპლექსური კითხვა. გუნდის მენტორები არიან პროფესორ მაქსიმ იავიჩი და გიორგი იაშვილი. დავით ზედგინიძემ მიიღო შეჯიბრში საპატიო პირველი ადგილი. სხვა მოსწავლეებმა საკვირაო კიბერ სკოლიდან მიიღეს მონაწილეების სერტიფიკატები.

რამდენიმე კითხვა ოლიმპიადის მონაწილეებს და მათ მენტორებს:

რა გამოცდილება მიიღეთ ამ პროექტისგან ?

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე მომეცა საშუალება, რომ გამომემჟღავნა ჩემი შესაძლებლობები.  გუნდთან ერთად მუშაობამ და ნაკრების კაპიტნობამ ხელი შემიწყო, რომ ჩემი ლიდერული უნარ-ჩვევები და პრეზენტაბელურობა გამეუმჯობესებინა. პირველი ადგილი ყოველთვის წარმოადგენს ჩემს მიზანს. ოლიმპიადის გამარჯვების შემდეგ მჯერა, რომ ჩემს შესაძლებლობებს არ აქვს ზღვარი  – დავით ზედგინიძე.

 

რატომ გადაწყვიტეთ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ?

სურვილი მქონდა , გამომევლინა ის ცოდნა რაც ამ მცირე დროის განმავლობასი დავაგროვე და მიმეღო  მეტი გამოცდილება ამ სფეროში! ჩემი ინტერესის სფეროა, სურვილი მაქვს ამ პროფესიას გავყვე და ძლიერი პროგრამისტი გავხდე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც ძალიან მეხმარებიან და მეტად მიძლიერებენ ინტერესს,  რათა უკეთესი შედეგი დავდო  – ალექსი კიკაჩეიშვილი.

 

აღწერეთ თქვენს მიერ შესრულებული პროექტი

 

 

ჩვენი პროექტი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სოციალურ ინჟინერიაში.კერძოდ სოციალური ინჟინერიისგან თავის დაცვის მექანიზმებზე და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თაღლითობაზე – გიორგი პაპავა.

 

 

 

რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდით მოგების დროს ?

დავალებების კეთების დროს ჩვენ პრობლემები არ შეგვხვედრია, რადგან ყველაფერს სტრატეგიულად მივუდექით, გუნდს ყველაფერი კარგად გვქონდა გადანაწილებული და დაგეგმილი, შეგვხვდა ერთადერთი წინაღობა AI(Artificial intelligence) და მანქანური სწავლება არის შედარებით ახალი დარგები რაზეც უფრო მცირე ინფორმაციაა ფიშინგთან და მსგავსი ტიპის თავდასხმებთან მიმართებაში, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავათ ჩვენ მაინც შევძელით ინფორმაციის მოძიება და ნაშრომიც სრულყოფილად შევქმენით, სწორედაც ეს გახდა მიზეზი ამ გამარჯვებისა – რეზიკო ჩალაძე.

 

რა მიმართულებით ვითარდება კიბერ უსაფრთხოების დარგი საქართველოში, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების ჩართულობის კუთხით ?

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია, რაც სტუდენტები და მოსწავლეები საქართველოდან იკავებენ საპრიზო ადგილებს საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების ღონისძიებებზე და ძალიან გვიხარია, რომ მოსწავლეების დიდი შრომასთან ერთად ასეთი წარმატება SCSA – ს მუშაობის დამსახურებაც არის. უმნიშვნელოვანესია, რომ მოსწავლეები საქართველოდან იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებში კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით და იკავებენ საპრიზო ადგილებს. ეს ფაქტი დადებითან აისახება ჩვენი ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების დონის საერთო ამაღლებაზე და განვითარების პერსპექტივაზე –  მაქსიმ იავიჩი.

 

რამდენად მნიშვნელოვანია კიბერ უსაფრთხოებით ახალგაზრდების დაინტერესება ?

 

ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და მეტი ახალგაზრდის მოტივირება. საჭიროა კიბერ უსაფრთხოების სფეროთი ადამიანის სკოლის ასაკიდანვე დაინტერესება, ეს ბევრად კარგ შედეგს გვაძლევს. მოსწავლეებმა ადრინდელი ასაკიდანვე ეცნობიან კიბერუსაფრთხოების როგორც პროცესის მუშაობის პრინციპებს, რაც მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს. ამიტომაც სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს საკვირაო კიბერ სკოლის ფარგლებში მოსწავლეების სწორი მიმართულებით და იდეოლოგიით განვითარებას – გიორგი იაშვილი.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association