ბოლო iOS 13 ვერსიამდე განახლების შემდეგ, iPhone-ის მომხმარებლები ვერ ახერხებენ ბიომეტრიულ აუტენტიფიკაციას სხვადასხვა აპლიკაციებში.
ოპერატიული სისტემის ბოლო ვერსიამდე განახლების შემდეგ, iPhone-ის მომხმარებლებს შეექმნათ პრობლემები თითის ანაბეჭდით ავტორიზაციასთან აპლიკაციების მთელ რიგში. 9to5Mac – ის განცხადებით პრობლემები გამოწვეულია Touch ID – ის ძველი ვერსიით. ავტორიზაციის მცდელობის დროს, მომხმარებელი ვერ ხედავ შესაბამის ფანჯარას სმარტფონის ეკრანზე.
პრობლემა ეხება მხოლოდ იმ აპლიკაციებს, რომლებიც დაკავშირებულია Touch ID – ის გამოყონებასთან, მაგალითად Chase, Wells Fargo, Barclays და Santander, პაროლების მენეჯერი 1Password და ასევე დამატებითი უსაფრთხოების კონფიგურაციის აპლიკაციები, როგორიცაა მაგალითად Apollo Reddit.
რეალურად ავტორიზაციის ფანჯარა უბრალოდ არ ჩანს, იგი დაფარულია აპლიკაციის ინტერფეისით. 9to5Mac – ი მომხმარებლებს სასურველი აპლიკაციის გახსნას Home ღილაკის მეშვეობით სთავაზობს, ეს მეთოდი იმუშავებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტორიზაციის ფანჯარა საერთოდ არ ჩნდება მოწყობილობის ეკრანზე.
პრობლემა შეექმნათ შემდეგი მოწყობილობების მომხმარებლებს: iPhone SE, iPhone 6s, iPhone 6s Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8 და iPhone 8 Plus (Touch ID-ის უფრო ძველი ვერსიების მქონე iPhone-ები iOS 13-მდე ვერ განახლდება).