თარიღი
/   ავტორიSCSA

სიმეტრიული და ასიმეტრიული კრიპტოგრაფია

 რუბრიკა:  კრიპტოგრაფია

დაშიფრვის ალგორითმები როგორც წესი ორ კატეგორიაზე იყოფა  – სიმეტრიული და ასიმეტრიული შიფრაცია. ამ ორი შიფრაციის მეთოდის ფუნდამენტური სხვაობა დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ სიმეტრიულ კრიპტოგრაფიაში გამოიყენება მხოლოდ ერთი გასაღები, ხოლო ასიმეტრიულ კრიპტოგრაფიაში ორი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული გასაღები. ეს სხვაობა, რომელიც საკმაოდ უბრალოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, ადგენს ფუნქციონალურ სხვაობას ამ სისტემების შიფრაციის ტექნიკისა და მათი გამოყენების მეთოდებს შორის.

გამოყენების მაგალითები:

სიმეტრიული კრიპტოგრაფია

მისი მაღალი სიჩქარიდან გამომდინარე, სიმეტრიული შიფრაცია ფართოდ გამოიყენება მრავალი თანამედროვე კომპიუტერული სისტემების ინფორმაციის უსაფრთხოებაში. მაგალითად სენსიტიური ინფორმაციის დაშიფრვისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოიყენება Advanced Encryption Standard (AES). AES – მა ჩაანაცვლა წინა სტანდარტი Data Encryption Standard (DES), რომელიც 1970 – იან წლებში შემუშავდა როგორც ასიმეტრიული შიფრაციის სტანდარტი.

ასიმეტრიული კრიპტოგრაფია

ასიმეტრიული შიფრაცია შეიძლება იყოს გამოყენებული სისტემაში სადაც ბევრმა მომხმარებელმა უნდა დაშიფროს და გაშიფროს შეტყობინებები ან მონაცემთა ნაკრებები, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში როცა სიჩქარე და გამოთვლის სიმძლავრე არ არის პირველადი ამოცანა. ასეთი სისტემის ერთ-ერთი მაგალითია დაშიფრული ელ-ფოსტა, რომელშიც ღია გასაღები გამოიყენება შეტყობინების დასაშიფრად, ხოლო ფარული გასაღები – ამ შეტყობინების დეშიფრაციისთვის.

ჰიბრიდული სისტემები

ბევრ პროგრამაში სიმეტრიული შიფრაცია ასიმეტრიულთან ერთად გამოიყენება. ასეთი ჰიბრიდული სისტემის ტიპიური მაგალითებია Security Sockets Layer (SSL) და Transport Layer Security (TLS) კრიპტოგრაფიული პროტოკოლები, რომლებიც შეიქმნა ინტერნეტში უსაფრთხო კომუნიკაციის დასამყარებლად. SSL პროტოკოლები დღეისთვის ითვლება არაუსაფრთხოდ და მისი გამოყენება უნდა შეწყდეს. ამასთან ერთად, TLS პროტოკოლები ითვლება უსაფრთხოდ და ინტენსიურად გამოიყენება ყველა ძირითად ვებ ბრაუზერში.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association