თარიღი
/   ავტორიSCSA

ვის სჭირდება გამოძიება ღია წყაროების გამოყენებით ?

 რუბრიკა:  OSINT

როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, Open Source Intelligence (OSINT) ყველასათვის ხელმისაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის მოგროვებას ნიშნავს. ეს შეიძლება იყოს როგორც online, ასევე offline ინფორმაცია.

OSINT-ს განსხვავებული ტიპის ორგანიზაციები მიმართავენ. ზოგიერთი მათგანი სამთავრობო, ზოგიც კი, კერძოა. მოვიყვანოთ რამდენიმე ცნობილი OSINT ორგანიზაციის მაგალითი:

სამთავრობო ოგრანიზაციები:

  • Open Source Center – იმართება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ;
  • BBC Monitoring – British Broadcasting Corporation (BBC) – ის დეპარტამენტი, რომელიც აკონტროლებს უცხოურ მედიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კერძო სექტორი:

  • Jane’s Information Group – 1898 წელს დაარსებული ბრიტანული კომპანია. Jane’s წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც საჯარო, ტერორისტული, სერიული და ორგანიზებული დანაშაულისა და აეროსივრცის ინფორმაციის მოგროვების სფეროებში სპეციალიზდება;
  • Economist Intelligence Unit – ბიზნესის გამოძიების, კვლევის და ანალიტიკის განყოფილება British Economist Group-ში;
  • Oxford Analytica – წინა ორთან შედარებით, მცირე ორგანიზაცია, რომლის პროფილიც გეოპოლიტიკურ და მაკროეკონომიკურ სფეროებს მოიცავს.

 

ვინ არის დაინტერესებული OSINT – ით?

OSINT – ი შეიძლება იყოს მომგებიანი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისა და სუბიექტებისთვის. განვიხილოთ OSINT – ით დაინტერესებული რამდენიმე მხარე.

მთავრობა

სამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურები OSINT – ის ერთ-ერთ დიდ წყაროდ ითვლება. მთავრობას OSINT – ი სჭირდება ისეთი სფეროებისთვის, როგორიც არის ნაციონალური უსაფრთხოება, ანტიტერორისტული აქტივობები, ტერორისტების კიბერ გამოვლენა და მათი ადგილმდებარეობის დადგენა. სამთავრობო სექტორში OSINT-ი, ასევე, გამოიყენება საზოგადოებრივი წყაროების მოსაზრებების და იდეების დასადგენად.

საერთაშორისო ორგანიზაციები

ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის, მაგალითად, UN (United Nations), მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციების მხარდასაჭერად OSINT-ს ძალიან აქტიურად იყენებენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები, მაგალითად, წითელი ჯვარი, იყენებს OSINT – ის წყაროებს თავისი სამუშაო პროცესების განსახორციელებლად. ორგანიზაციები იყენებენ OSINT – ს ტერორისტული ჯგუფების მიერ სოციალურ მედიაში და ინტერნეტ შეტყობინებებში განაცხადების გასაანალიზებლადაც, რათა მოხდეს მომავალი ტერორისტული აქტების პრევენცია.

სამართალდამცავი ორგანოები

პოლიცია სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებს OSINT – ს სხვადასხვა ტიპის დანაშაულების გამოძიებისთვის. ეს ძირითადად ხდება სოც. მედიის და სხვა ღია წყაროების მონიტორინგის და ანალიზის მეთოდებით. ასევე, ანალიზი ტარდება სხვადასხვა საძიებო სისტემების მეშვეობით, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება საძიებო და საკვანძო სიტყვები.

ბიზნეს კორპორაციები

ინფორმაცია არის ძალა! მონაცემები გლობალური ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ძალიან ღირებულია და სხვადასხვა მსხვილი და საშუალო ორგანიზაცია იყენებს OSINT – ს, როგორც დამატებითი ინფორმაციის წყაროს. მიღებული ინფორმაცია გამოიყენება რამდენიმე მიმართულებით, დაწყებული მარკეტინგული გათვლებით, დამთავრებული გლობალური სამოქმედო გეგმებით ვაჭრობაში.

პენტესტერები, თეთრქუდიანი და შავქუდიანი ჰაკერები

OSINT – ი ხდება შავი და თეთრი ჰაკერების მნიშვნელოვანი ხელსაწყო იმ მომენტებში, როცა საჭიროა ამა თუ იმ სამიზნეს შესახებ დეტალური ინფორმაციის მოგროვება. აგრეთვე, OSINT – ი არის საკმაოდ ძლიერი ხელსაწყო სოციალური ინჟინერიის გამოყენებისას. მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენება მსხვერპლისგან უფრო ღირებული ან რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად – ხშირ შემთხვევაში მსხვერპლის როლში წარმოგვიდგება რომელიმე გლობალური ორგანიზაციის თანამშრომელი, ხოლო ღირებული ინფორმაცია, ამ შემთხვევაში, პროფილების მონაცემები ან დახურულ მონაცემთა ბაზებზე წვდომაა.

ტერორისტული ორგანიზაციები

ტერორისტული დაჯგუფებები OSINT – ს თავდასხმების დასაგეგმად იყენებენ. ამაში შედის როგორც ინტერნეტში არსებული ზოგადი მონაცემები, ასევე, სოციალური ცხოვრების ელემენტები, მაგ: სტატუსები სოც. ქსელებში ან ადგილმდებარეობის მონიშვნა ე.წ. check-in – ები.

ეს სია არ არის OSINT -ის აქტიური მომხმარებლების სრული ჩამონათვალი, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, ამ სპეციფიკური ხელსაწყოს პოპულარული წარმომადგენლები შეგვერჩია. შემდგომ სტატიებში OSINT – ის ტიპებს და ასევე, სარგებლის სხვადასხვა წყაროს უფრო დეტალურად განვიხილავთ.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association