თარიღი
/   ავტორიSCSA

სოც.ქსელების 1.2 მილიარდი მომხმარებლის მონაცემები ღია წვდომაში აღმოჩნდა

 რუბრიკა:  სოციალური ქსელები

აღმოჩენილია ბაზა, რომელშიც თავმოყრილია 1.2 მილიარდი მომხმარებლის მონაცემები ისეთი სერვისებიდან, როგორიცაა Facebook, Twitter, LinkedIn და Github

ამერიკელი უსაფრთხოების მკვლევარმა Vinny Troia – მ აღმოაჩინა ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა, რომელშიც ინახებოდა 4 ტერაბაიტი ინფორმაცია, რისი ჯამური მონაცემების ოდენობაც 1.2 მილიარდ ერთეულს შეადგენდა. მონაცემები მოიცავდა ისეთი სერვისების ინფორმაციას როგორიცაა Facebook, Twitter, LinkedIn და Github, აგრეთვე ბაზაში ინახებოდა 50 მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და 622 მილიონი უნიკალური ელ-ფოსტის მისამართი. მონაცემთა ბაზაში არ იყო აღმოჩენილი პაროლები, საბანკო ბარათების ან სოციალური დაზღვევის მონაცემები.

Wired გამომცემლობის განცხადებით, მონაცემთა ბაზა იმყოფებოდა Google Cloud Services-ში და მასზე წვდომა შეეძლო მოეპოვა ნებისმიერ მსურველს. იყო თუ არა მონაცემები გამოყენებული სუბიექტების პირადი მიზნებისთვის, ამ წუთისთვის ცნობილი არ არის. მკვლევარმა განაცხადა თავისი აღმოჩენის შესახებ შესაბამის ორგანოებში, რის შემდეგაც რამოდენიმე საათში სერვერი იყო გათიშული. FBI-ში ამ ინციდენტის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

მონაცემთა ბაზაში ინახებოდა მონაცემთა ოთხი კრებული და სამი მათგანი მიუთითებდა ამერიკულ მონაცემთა საბროკეროზე People Dada Labs, მაგრამ კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, Sean Thorne- მა განაცხადა, რომ აღმოჩენილი სერვერი მისი ორგანიზაციის კუთვნილებაში არ იყო. ასეთი გლობალური მონაცემთა ბაზის მფლობელი და როგორ აღმოჩდნა ეს ბაზა ღია წვდომაში ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association