თარიღი
/   ავტორიSCSA

ფრანგული საავადმყოფოს ზარალი გამომძალველისგან WannaCry-ს ტოლფასია

 რუბრიკა:  თავდასხმები

კიბერ თავდასხმა შეეხო 6 ათას კომპიუტერს ევროპის უმსხვილეს საავადმყოფოში.

ფრანგული საავადმყოფო Hôpital Charles-Nicolle de Rouen გახდა გამომძალველი პროგრამული იზრუნველყოფის გამოყენებით თავდასხმის მსხვერპლი. მიყენებული ზარალი შეიძლება შევადაროთ WannaCry თავდასხმას, რომელიც განხორციელდა 2017 წელს დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის სავაადმყოფოებზე.

ბოროტმოქმედებმა განახორციელეს თავდასხმა 15 ნოემბერს, რაც მოიცავდა საავადმყოფოს ხუთივე ობიექტის ინფიცირებას (რაც დაახლოებით 6 000 კომპიუტერს შეადგენს). ინფიცირების გავრცელების გასაჩერებლად, საავადმყოფოს თანამშრომლებმა სისტემა გადაიყვანეს ე.წ. გამარტივებულ რეჟიმზე. ზოგიერთი თანამშრომელი დაუბრუნდა მათთვის შედარებით მოძველებულ კომუნიკაციის მეთოდებს, ისეთებს, როგორიცაა ქაღალდი და საწერი კალმის მეშვეობით აღნიშვნების გაკეთება. დადებითი ფაქტი ისაა, რომ პაციენტების მონაცემები არ იყოს ინფიცირებული, მაგრამ იყო დაფიქსირებული ერთგვარი დაგვიანება მათ დამუშავებისას.

საფრანგეთის გაზეთების განცხადებით, 18 ნოემბრის საღამოსკენ ინფიცირებული კომპიუტერების მეოთხედი უკვე იყო აღდგენილი და მათზე იყო განახლებული შიდა სისტემებთან მუშაობა.

წინაზე იყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოროტმოქმედები დაწესებულებისგან ითხოვდნენ 1500 ევროს თითოეული კომპიუტერის განბლოკვისთვის. მაგრამ ამ დროისთვის საავადმყოფოში მსგავსი ტიპის მუქარები აღარ შემოსულა.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association