თარიღი
/   ავტორიSCSA

თაღლითებმა ამერიკიდან ინტერნეტში 10 მილიონი დოლარი იშოვეს

 რუბრიკა:  თაღლითობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ ახალგაზრდა კაცს წაუყენეს ბრალი 10 მილიონი დოლარის არაკანონიერად მითვისებისთვის. ნიუ იორკის პროკურატურის მონაცემებით, რომანა ლეივა (Romana Leyva) და არიფულ ჰაკუე (Ariful Haque) ტექ. მხარდაჭერის თაღლითობის სტანდარტულ სქემას იყენებდნენ. მსხვერპლებს მისდიოდათ ყალბი შეტყობინებები კომპიუტერული “ვირუსის” თაობაზე და ამავე შეტყობინებაში იყო მითითებული “ტექ. მხარდაჭერის” ტელეფონის ნომერი. დახმარება რა თქმა უნდა ხორციელდებოდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

ძირითად შემთხვევაში, ასეთი ტიპის თავდასხმის დროს მსხვერპლის ბრაუზერში ჩნდება სპეციალური მასკირებული შეტყობინება. ამ საქმის დოკუმენტაციის თანახმად, ყველა მსხვერპლისთვის მინიმუმ ერთხელ ჩნდებოდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც კომპიუტერის გათიშვა, ან გადატვირთვა მანქანას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეტყობინებაში უკანონოდ გამოიყენებოდა ერთ-ერთი ტექ.მხარდაჭერის კომპანიის ლოგოტიპი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემო ხსენებული თაღლითობის ფორმა მომხმარებლებისთვის არის ნაცნობი, იგი დღესაც ძალიან ეფექტურია და ხშირად გამოიყენება მომხმარებლების წინააღმდეგ. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული თვითონ მსხვერპლზე, რადგან პროკურატურის განცხადებით, თაღლითების მსხვერპლები ძირითად შემთხვევაში იყვნენ ხნიერი მომხმარებლები, რომლებსაც არ გააჩნდათ შესაბამისი ცოდნა კომპიუტერულ სფეროში.

 

საქმის ოფიციალური დოკუმენტი: https://www.justice.gov/usao-sdny/press-release/file/1203461/download

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association