თარიღი
/   ავტორიSCSA

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო გვირჩევს არ დავაყენოთ iOS 13

 რუბრიკა:  სისუსტეები

ოპერაციული სისტემის არსებულ ვერსიას გააჩნია უსაფრთხოების პრობლემები და სისუსტეები.

19 სექტემბერს Apple-მა გამოუშვა თავისი ოპერაციული სისტემის, iOS – ს რიგით მეცამეტე ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებელი ცდილობს რაც შეიძლება უფრო მალე განაახლოს თავისი სისტემები, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს რჩევით ამ ეტაპზე უმჯობესია თავი შევიკავოთ არასტაბილურ ვერსიაზე განახლებისგან.

საინფორმაციო რესურსი Inc-ის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სამინისტრომ Apple-ის ოპერაციული სისტემის ახალ ვერსიაზე გადასვლისგან თავის შეკავების შესახებ, თავის თანამშრომლებს და პარტიორებს ოფიციალური წერილი გაუგზავნა. წერილში მითითებულია, რომ ახალი 13 ვერსია არის არასტაბილური უსაფრთხოების თვალსაზრისით და მასში აღმოჩენილია სისუსტეები.

სამინისტროს რჩევაა მომხმარებლებმა iOS 13.1 – ის გამოსვლას დაელოდონ და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ თავისი მოწყობილობები. ოპერაციული სისტემის 13.1 ვერსიაში ახლანდელი უსაფრთხოების პრობლემები იქნება მოგვარებული.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ წერილში არ იყო აღწერილი კონკრეტული უსაფრთხოების პრობლემები, მაგრამ როგორც მინიმუმ ერთი სისუსტე უკვე ცნობილია მასზე ჩვენ გვქონდა საუბარი ამ სტატიაში. სისუსტე დაკავშირებულია ბლოკირებულ მოწყობილობაზე კონტაქტების ინფორმაციის ნახვასთან.

 ტეგები:  iOS 13 ,  განახლება ,  სისუსტე

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association