თარიღი
/   ავტორიSCSA

The Last Mile: პროგრამირების სწავლება ციხეებში

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

გათავისულებისთანავე, ადამიანებს შეუძლიათ დაიწყონ სრულიად ახალი ცხოვრება და მუშაობა ინფორმაციული თექნოლოგიების ორგანიზაციებში

სტატისტიკურად ამ ეტაპისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში არის 2 მილიონამდე პატიმარი. მოსალოდნელია ამ წლისთვის დაახლოებით 650 000 პატიმრის გათავისუფლება. როგორც წესი, გათავისუფლებული ადამიანების 83% კვლავ ბრუნდება ციხეში.

“The Last Mile – პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვცილობთ ტექნოლოგიების გამოყენბით შევამციროთ მასიური დაპატიმრება” – აცხადებს პროგრამის წარმომადგენელი ჯეისონ ჯონსი.

The Last Mile არის სპეციალიზირებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პიროვნებები, როგორიცაა ჯეისონ ჯონსი ატარებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების გაკვეთილებს ციხეებში. როცა პატიმრები გადიან პროგრამირების კურსებს გათავისულებისთანავე, მათ შეუძლიათ დაიწყონ სრულიად ახალი ცხოვრება და  მუშაობა ინფორმაციული თექნოლოგიების ორგანიზაციებში.

“რეალურად, ძალიან იშვიათია, რომ ყოფილი დაპატიმრებული იყოს მიღებული რაიმე სოლიდურ კომპანიაში, ამ პროგრამით ჩვენ ვამსხვრევთ ადამიანებში არსებულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ” – აცხადებს ჯეისონ ჯონსი.

The Last Mile პროგრამა არ აქცევს ყურადღებას 83% რეციდივის პროცენტულ მაჩვენებელს და თავისი მოღვაწეობის 10 წელიწადში გამოუშვა 100 წარმატებული მოსწავლე, მათ შორის ჯეოსონ ჯონსიც.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე: https://thelastmile.org/

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association