თარიღი
/   ავტორიSCSA

Facebook Messenger-ში სახის ამოცნობას დაამატებს

 რუბრიკა:  სოციალური ქსელები

მომხმარებელს შეეძლება ბლოკირების დროის მითითება – Messenger-ის დახურვიდან 1 წუთში, 15 წუთში ან 1 საათში გასვლის შემდეგ.

Facebook აპირებს სახის ამოცნობის მექანიზმების დანერგვას თავის პოპულარულ პლატფორმა Messenger-ში. ეს მეთოდი საგრძნობლად გაზრდის სერვისის მომხმარებლის უსაფრთხოებას და გაართულებს არასანქცირებულ წვდომას პირად ინფორმაციაზე.

სახის ამოცნობის პირველი ვერსია იყო აღმოჩენილი უსაფრთხოების მკვლევარის Jane Manchun Wong – ის მიერ. მან გამოაქვეყნა ინფორმაცია საკუთარ Twitter-ზე.  მკვლევარის თქმით, ეს ფუნქცია იქნება WhatsApp-ში არსებული ბიომეტრიული უსაფრთხოების მექანიზმის ანალოგიური.

მომხმარებელს შეეძლება ბლოკირების დროის მითითება – Messenger-ის დახურვიდან 1 წუთში, 15 წუთში ან 1 საათში გასვლის შემდეგ. სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს Face ID შეტყობინებების წაკითხვისთვის. როგორც არის აღნიშნული ფუნქციის აღწერილობაში “Face ID არ იგზავნება და არ ინახება Facebook-ზე”.

ამ ეტაპისთვის ტექნოლოგიას გააჩნია იგივე სახელი, რაც Apple iPhone X – ში და უფრო ახალ ვერსიებში. სავარაუდოდ ფუნქციის სახელი შეიცვლება იქამდე, სანამ გავა მასიურ გამოყონებაში.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association