თარიღი
/   ავტორიSCSA

TOR – ში საჭირო რესურსების მოძიება

 რუბრიკა:  Darknet

პირდაპირ გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ არავინ იცის რა ხდება ამ საიტების მიღმა

ამ მიმოხილვაში შევეხებით TOR ის რესურსების ძიებას, პირდაპირ გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ არავინ იცის რა ხდება ამ საიტების მიღმა. რესურსები, რომელიც განთავსებულია TOR ქსელში ვერ მოიძებნება Google-ში, ამიტომაც მას Darknet-ს უწოდებენ. სანამ დავიწყებთ, გავიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი TOR -ის შესახებ:

  • ნებისმიერი რესურსის დათვალიერებისთვის საჭიროა უფრო მეტი დრო, რადგან Tor -ის სიჩქარე განსხვავდება ჩვეული ინტერნეტის სიჩქარისგან
  •  onion რესურსები საკმაოდ ხშირად იცვლიან მისამართებს, ამიტომაც საჭიროა გააკონტროლოთ ახალი ამბები და ცვლილებების ისტორია

რადგან მაგალითებში მოყვანილი რესურსები მდებარეობს Tor-ში, მათზე წვდომა ხორციელდება Tor ბრაუზერის მეშვეობით, რომელის გადმოწერაც შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან https://www.torproject.org/

ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ბევრი რესურსი Tor-ის ქსელში შესაძლოა იყოს სხვადასხვა სტრუქტურების მონიტორინგის ქვეშ.

Tor საძიებო სისტემები:

not Evil – http://hss3uro2hsxfogfq.onion/

ერთ-ერთი საძიებო სისტემის სახეობა, მარტივი ინტერფეისით, არ შეიცავს სარეკლამო ჩანართებს და მარტივია გამოყენებისთვის

 

Torch – http://xmh57jrzrnw6insl.onion/

იკითხება როგორც “ტორჩ”, ინახავს საკმაოდ ბევრ განსხვავებულ რესურსს (გასათვალისწინებელია, რომ ყველა რესურს არ შეგვიძლია ვენდოთ, ეს ხომ Darknet-ია). საძიებო სისტემას გააჩნია სარეკლამო ჩანართები.

 

 

Ahimia – msydqstlz2kzerdg.onion

აქვს ანონიმური ურთიერთობის Globaleaks, Tor2web მხარდაჭერა. ფუნქციონალით არის დანარჩენი საძიებო სისტემების მსგავსი, შესაძლებელია რანჟირებული ძიები კონკრეტული დირექტორიების მიხედვით. გააჩნია სარეკლამო ბლოკის ჩანართები.

 

Tor რესურსების ძიების პროცესი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სარისკო საქმეა, რადგან ამ ქსელში, მისი ანონიმურობიდან გამომდინარე არსებობს უამრავი “არასანდო” რესურსი. ხოლო მისამართების ცვლილება როგორც უკვე აღინიშნა, ხდება საკმაოდ ხშირად.

 ტეგები:  darknet ,  Tor ,  საძიებო სისტემა

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association