თარიღი
/   ავტორიSCSA

შექმნილია 1200 კილომეტრიანი დაშიფრული კვანტური კავშირის არხი

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ამ დროისთვის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს მხოლოდ ერთ ბაიტს 1.5 წუთში

მკვლევარებმა ჩინეთიდან, სინგაპურიდან და დიდი ბრიტანეთიდან შეძლეს Quantum Science Satellite (QSS), QUESS თანამგზავრის გამოყენებით ორ ქალაქს შორის (Nanshan და Delingha) დღეისთვის ყველაზე გრძელი 1200 კილომეტრიანი დაშიფრული კვანტური კავშირის არხის შექმნა.

“1200 კმ მანძილზე ჩვენ შევძელით ორ სადგურს შორის კვანტურად გასაღების გადაცემა. ჩახლართული ფოტონების გადაცემის ეფექტურობა გავზარდეთ დაახლოებით 4-ჯერ და მივაღწიეთ 0,12 ბიტ/წუთში სიჩქარეს.” – განმარტეს ექსპერტებმა

დღევანდელი კვანტური სისტემების ხშირი პრობლემა არის იმაში, რომ სხივი ოპტიკური ბოჭკოებში გასვლისას ხდება კარგავს სიძლიერეს, შესაბამისად კვანტურ კვანძებს შორის მანძილი დღეისთვის შეადგენს რამდენიმე ასეულ კილომეტრს.

ამ ამოცანის გადაწყვეტას მეცნიერები ცდილობენ ორი ძირითადი მეთოდით:

  • ე.წ. კვანტური წამკითხველების მეშვეობით, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია შემოსული კვანტური სიგნალების შესახებ, გააძლიერონ ეს სიგნალები და გადაუგზავნონ მიმღებს მთლიანობის დარღვევის გარეშე.
  • ან გადაცემული სიგნალის გაძლიერება სპეციალური თანამგზავრების მეშვეობით.

ამ შემთხვევაში მკვლევარებმა აირჩიეს პირველი გზა და გაზარდეს დედამიწაზე არსებული ტელესკოპების მგრძნობიარობა, რომლებიც კვანტური თანამგზავრიდან ერთგვარი სიგნალის მიმღების რომში არიან. ამასთან ერთად იყო შემუშავებული ახალი, უფრო ზუსტი წერტილოვანი მექანიზმები თანამგზავრისგან გაძლიერებული სიგნალის მისაღებად.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association