თარიღი
/   ავტორიSCSA

WeChat ბლოკავს უხამსი პაროლების მქონე პროფილებს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ WeChat მესენჯერი სპეციალური ფილტრაციის მექანიზმების მეშვეობით არ უშვებს უხამსი პაროლების გამოყენებას

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე გლობალური პლატფორმის WeChat-ს მიერ უხამსი პაროლის მქონე პროფილის ბლოკირების შესახებ. ჩინურმა მესენჯერმა წაშალა ამერიკელი ჟურნალისტის პროფილი იმის შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა ექაუნთის პაროლად F*ckCCP89 დააყენა (რაც არის შეურაცხმყოფელი CCP კომუნისტური პარტიისთვის).

ამ ინციდენტის შესახებ B. Allen-Ebrahimian – მა განაცხადა საკუთარი Twitter-ის გვერდზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ WeChat მესენჯერი სპეციალური ფილტრაციის მექანიზმების მეშვეობით არ უშვებს უხამსი პაროლების გამოყენებას. მაგრამ ასეთი მექანიზმი თავის თავში მოიაზრებს მომხმარებლების მონაცემების დეშიფრაციას – კერძოდ კი დაჰეშილი პაროლის აღდგენას, რაც უკვე მიუღებელია და არანაირად არ უნდა ხდებოდეს.

პროფილის ბლოკირების გასაჩივრება შეუძლებელია. ჩინეთის მოქალაქისთვის WeChat პლატფორმაზე წვდომის დაკარგვა ნიშნავს უამრავი ყოველდღიური ფუნქციის გაუქმებას. ამ პლატფორმის მეშვეობით ჩინელები ახდენენ კომუნიკაციას ოჯახებთან, სამსახურთან, იხდიან გადასახადებს, იყენებენ მაღაზიებში, ახორციელებენ ფულად გზავნილებს და მრავალი სხვა.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association