თარიღი
/   ავტორიSCSA

Windows 10 -ში სტანდარტული ძიების შეცვლა

 რუბრიკა:  სკრიპტები

ამ პროგრამის ფუნქციონალი Windows 10-ის საძიებო სისტემის მსგავსია, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით…

ფაილების და საქაღალდეების ძებნა, ძალიან სასარგებლო ფუნქციაა რომელიც ყველა თანამედროვე ოპერაციულ სისტემას აქვს. სამწუხაროდ, Windows 10 -ში ეს ფუნქცია არ არის სრულყოფილი: ძებნა ძალიან ნელია და არ არის გათვლილი დიდი მყარი დისკებისთვის. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მესამე მხარის პროგრამების გამოყენება, მაგალითად: Everything.

ამ პროგრამის ფუნქციონალი Windows 10-ის საძიებო სისტემის მსგავსია, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ფაილების ძებნა ხდება მყისიერად. ეს მიღწეული იქნა ადგილობრივი საცავის მთელი შინაარსის ინდექსირებით, ინდექსაციის სიჩქარე ძალიან მაღალია და პროგრამა არ იკავებს დიდ ადგილს ოპერატიულ მეხსიერებაში.

Everything ასევე შეიძლება ჩაშენდეს დავალებების პანელში: ამისათვის, გარდა თავად პროგრამის დაყენებისა, უნდა ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ EverythingToolbar-ი. ამის შემდეგ, დავალებების პანელის პარამეტრებში, უნდა აირჩიოთ “Everything Toolbar” “პანელების” ჩანართში და წაშალოთ სტანდარტული ძებნა

 ტეგები:  windows10 ,  ძიება

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association