თარიღი
/   ავტორიSCSA

WINDOWS 7 ზე თავდასხმების რაოდენობამ 71%-ით მოიმატა

 რუბრიკა:  თავდასხმები ,  სისუსტეები

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან Windows 7-ზე მომუშავე სახლის კომპიუტერების მფლობელები.

როგორც უკვე ცნობილია, რამოდენიმე თვის შემდეგ კომპანია Microsoft – ი შეწყვეტს Windows 7 ოპერაციული სისტემის მხარდაჭერას. ამ პლატფორმაზე ბოლო განახლება იგეგმება 2020 წლის 14 იანვარს. კომპანია Webroot – ის მკვლევრების მოსაზრებით, კიბერ თავდასხმების რაოდენობამ Windows 7 – ზე, 2018 წელთან შედარებით 71% – ზე მეტით მოიმატა. საერთოდ, Windows 7-ზე მომუშავე კომპიუტერები, ბევრად უფრო ხშირად ხდება თავდასხმის მსხვერპლი, ვიდრე Windows 10 – ის ბაზაზე მომუშავე მანქანები.

სახლის კომპიუტერების მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ Windows 7 – ს, ბევრად უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან ინფიცირების 64% მიმართულია მოწყობილობის მონაცემებზე.

ეს ვითარება განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით, მაგალითად, კორპორატიული მოწყობილობები როგორც წესი დაცულია ორგანიზაციების სხვადასხვა ქსელური მექანიზმებით, რაც სახლის პირობებში ძალიან იშვიათია, და ხშირ შემთხვევაში არც არის საჭირო.

Windows 7 – ის ბაზაზე თავდასხმების უმეტესობა თავის ფაილებს ინახავს ისეთ ადგილებში, სადაც მათი პოვნა იქნება ყველაზე რთული. მაგალითად მავნეების დაახლოებით 41% ინახავენ თავის ფაილებს დროებით დირექტორიებში, 24% – გადაადგილებს ფაილებს appdata დირექტორიაში, ხოლო 11%-მდე მავნეები თავის ფაილებს ქეშის დირექტორიაში ინახავენ

ამ დროისთვის Windows 7 სისტემაზე მუშაობს მსოფლიოში დაახლოებით 30% კომპიუტერი.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association