ა(ა)იპ “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, თავდაცვის სამინისტროს “სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს” მრჩეველი 2015 – 2016 წლებში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის, პოლიტიკის, განვითარებისა და მართვის მიმართულებით, არის ავტორი პირველი ქართულენოვანი წიგნის კიბერუსაფრთხოების შესახებ, ასევე არის მრავალი სტატიისა და ნაშრომის ავტორი, საერთაშორისო ორგანიზაცია “Global Commission Stability of Cyberspace” – ს მრჩეველთა საბჭოს წევრი, EuroDIG2017 – ის კიბერუსაფრთხოების პლენარული სხდომის კოორდინატორი, SEEDIG2017 – ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საქართველოს ინტერნეტ მმართველობის პირველი ფორუმის ინიციატორი და ორგანიზატორი, საქართველოს სტუდენტთა კიბერუსაფრთხოების ფესტივალის ჩატარების ინიციატორი და ორგანიზატორი. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული და უშუალოდ აქვს განხორციელებული მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი.