AI და მანქანური სწავლება

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 საათი)

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

ირაკლი გუგუნაშვილი – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გარემოს ეროვნული სააგენტო, Python დეველოპერი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

AI (ხელოვნური ინტელექტი) ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია კომპიუტერული მეცნიერების სფწროში. ის გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებაში როგორიცაა: მანქანური სწავლება, მონაცემთა ანალიზი, ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია, მოდელირება და სიმულაცია, გადაწყვეტილების მიღება და ა.შ. კურსი იწყება ფუნდამენტური თემებით, როგორიცაა მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები და მოიცავს AI-ის ძირითადი ტექნიკებისა და მეთოდების განხილვას. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ ამოცანებში გამოცადონ. სალექციო კურსის განმავლობაში სტუდენტები როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთობლივად იმუშავებენ, დაწერენ პროგრამებს და გადაჭრიან სხვადასხვა სტანდარტულ პრობლემებს, ისწავლიან ამოცანების პროგრამულად გადაჭრას.

სასწავლო კურსის მიზანი:

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. პრაქტიკული სავარჯიშოებით მსმენელებს დაეხმაროს დამოუკიდებლად შეძლონ ჭკვიანი სისტემებისა და პროგრამების აწყობა, რაციონალურობისა და ინტუიციის პროგრამულად სიმულაცია. ასწავლოს მათ მონაცემთა ანალიზის, მანქანური სწავლებისა და სხვა AI ტექნიკების თავისებურებები.

კურსის შედეგები:

სასწავლო კურსის შემდგომ თქვენ შეძლებთ:

  • მანქანური სწავლებისა და AI ტექნიკების თავისებურებების ახსნას;
  • ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების საფუძვლების ახსნას;
  • დამოუკიდებლად ჭკვიანი სისტემებისა და პროგრამების აწყობას;
  • რაციონალურობის და ინტუიციის პროგრამულ სიმულაციას.

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:

კურსის წინაპირობაა python პროგრამირების ენის ძირითადი პრინციპების ცოდნა (python საფუძვლების ცოდნა).

ჩატარების ტიპი: online

მეცადინეობა დაიწყება 23.09.2024 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.

კურსის საფასური: 

  • წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 250 ლარი (გადახდა 16.09.2024-ის ჩათვლით)

  წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

  • სტანდარტული ფასი: 300 ლარი (გადახდა 16.09.2024-ის მერე)

          სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

სასწავლო პროგრამა:

ლექცია 1 – python lists, dictionaris, classes

   ინფორმაციის გრაფების სტრუქტურად წარმოდგენა(graphs)

ლექცია 2 – ფუნქციები პითონში

   რეკურსია

ლექცია 3 – ძიების ამოცანების ამოხსნა, ძიების ალგორითმები

  DFS, BFS, gtreedy-first search A* search

ლექცია 4 – ოპტიმიზაციის ამოცანების ამოხსნა,ოპტიმიზაციის ალგორითმები

   ლოკალური ძებნა, ალგორითმები hill-climbing, simulated annealing

ლექცია 5 – ოპტიმიზაციის ამოცანების გაგრძელება, გენეტიკური ალგორითმები

   წრფივი პროგრამირების ამოცანები(linear programming)

ლექცია 6 – შეზღუდვების დაკმაყოფილების ამოცანების ამოხსნა(CSPs), თამაშების თეორია

   ალგორითმები Minimax, recursive backtracking

ლეცია 7 – მანქანური სწავლება, supervised learning 1

  Linear regression, classification,

ლექცია 8 – მანქანური სწავლება, supervised learning 2

  Decision trees, Random forests

ლექცია 9 – მანქანური სწავლება, unsupervised learning 1

  clustering, K-means

ლექცია 10 – მანქანური სწავლება, unsupervised learning 2

  hierarchical clustering, dimensionality reduction (PCA)

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

არა, საჭიროა გქონდეთ Python პროგრამირების ენის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

დიახ, შესაფერისია. კურსი სპეციალურადაა შექმნილი იმ სტუდენტების ცოდნის გასაღრმავებლად, რომლებსაც უკვე აქვთ პროგრამირების საბაზისო ცოდნა.

  • ვსწავლობდი Python პროგრამირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355.

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association