შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორები:
მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
ირაკლი ფირცხალავა – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
კურსის ფარგლებში მსმენელი ისწავლის რეალური ანალიტიკური ამოცანების ამოხსნას Python პროგრამირების ენის გამოყენებით. კურსი მოიცავს: ალგორითმებს Python-ის გამოყენებით, ტესტირებასა და გამოსწორებას (testing and debugging) Python-ის გამოყენებით, Python-ში კლასებთან მუშაობას, ალგორითმულ სირთულეებს და მონაცემთა სტრუქტურებს.
კურსის წინაპირობა:
მსმენელმა უნდა იცოდეს კოდინგი რომელიმე პროგრამირების ენაზე (საფუძვლები).
კურსის განრიგი:
მეცადინეობა დაიწყება 30.06.2022 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 21:00 – 23:00 საათამდე.
კურსის საფასური: 250 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
კურსი ჩატარდება დისტანციურად!