შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
კურსის ტრენერი:
ნიკა გიგოლაშვილი – PHP და WordPress დეველოპერი 8+ წლიანი გამოცდილებით. კომპანია Ideowise-ის დირექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
დაპროგრამების ენა PHP დღეისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვებ ტექნოლოგიების მიმართულებით. ბაზარზე არსებული ვებ სისტემების და საიტების უდიდესი ნაწილი შექმნილია ამ ტექნოლოგიის გამოყენებით. ამასთან ერთად, PHP უდევს საფუძვლად ისეთ მსოფლიო ბრენდებს როგორიცაა Facebook და Wikipedia. წლევანდელი სტატისტიკის თანახმად, დღეისთვის PHP გამოიყენება ვებ საიტების 79% – ზე. მისი დიდი აუდიტორიიდან გამომდინარე ეს ტექნოლოგია ვითარდება და გამოდის მისი ახალი ვერსიები, უფრო დახვეწილი როგორც პროგრამირების კომფორტულობის, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ეს ყველაფერი ხდის PHP-ს ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიად ვებ სისტემების და საიტების შემუშავებისთვის.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
საბაზისო php სინტაქსი, კომენტარები, ცვლადები, მონაცემთა ტიპები, კონსტანტები, მასივები, მუშაობა სტრიქონებთან, განშტოების ოპერატორები, switch-case კონსტრუქციები, ციკლები, ფუნქციები, ჩაშენებული ფუნქციები, ფაილებთან და JSON – თან მუშაობა, შესავალი ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებაში, საბოლოო პროექტი.
ვისთვის არის ეს კურსი?
- აბსოლუტური დამწყებისთვის პროგრამირების მიმართულებით;
- Front-end მიმართულებით მომუშავე პირებისთვის, რომლებსაც სსურთ გახდნენ full stack დეველოპერები;
- სხვა დაპროგრამების ენების მცოდნე პირებს, ვისაც სსურს ვებ მიმართულების ათვისება;
რას შევძლებ კურსის დასრულების შემდეგ?
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიიღებთ პრაქტიკულ და აქტუალურ ცოდნას php დაპროგრამების მიმართულებით. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ რეალური პროგრამირების ამოცანების ამოხსნაში და პროგრამირების უნარ-ჩვევების გაღრმავებაში. აღნიშნული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებთ მიღებული გამოცდილების გამოყენებას სხვადასხვა სირთულის პროექტების რეალიზაციისთვის.
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 200 ლარი (გადახდა -ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 250 ლარი (გადახდა -ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ