C პროგრამირება და მისი უსაფრთხოება

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.

სასწავლო კურსის ანოტაცია:
C არის ძლიერი მთავარი დანიშნულების პროგრამირების ენა. იგი შეიძლება იყოს გამოყენებული ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში როგორიცაა ოპერაციული სისტემები, მონაცემთა ბაზები, კომპილატორები და ა.შ. C პროგრამირების ენა არის იდეალური არჩევანი დამწყებისთვის.

რატომ უნდა ვისწავლოთ C პროგრამირება?

  • C გვეხმარება კომპიუტერის შიდა არქიტექტურის გაგებაში და იმაში თუ როგორ ინახება და ნაწილდება ინფორმაცია კომპიუტერში.
  • C პროგრამირების ენის შესწავლის შემდეგ, ბევრად უფრო მარტივია სხვა პროგრამირების ენების შესწავლა, ისეთების როგორიცაა Java, Python და ა.შ.
  • ღია წვდომაში მყოფ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. ზოგი გლობალური ღია პროექტი (open source), ისეთი როგორიცაა მაგალითად Linux-ის ბირთვი, Python-ის ინტერპრეტატორები, SQLite მონაცემთა ბაზები და ა.შ. დაწერილია C პროგრამირების ენაზე.

ამ კურსის ფარგლებში თქვენ ისწავლით C პროგრამირების პრინციპებს და შეძლებთ კოდის წერის დაწყებას ამ ენის გამოყენებით. კურსი სრულიად ფარავს C პროგრამირების ენის საფუძვლებს და ახდენს ფუნდამენტური პროგრამირების ტექნიკების კონსტრუქციების და ლექსიკონების დემონსტრირებას, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ბიბლიოთეკის ფუნქციების და პროცესორების გამოყენების შესწავლას.

C პროგრამირების ენა არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პოპულარული ენა მსოფლიოში. იგი ეხმარება თქვენი სმარტფონების, მანქანის სანავიგაციო სისტემების, რობოტების, დრონების, მატარებლების და ელექტრონული მოწყობილობების უმრალვესობის მუშაობის პროცესში. C შეიძლება იყოს გამოყენებული ყველა იმ სიტუაციაში, სადაც სიჩქარე და მოქნილობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩაშენებულ სისტემებში ან მაღალი სიმძლავრის გამოთვლებში.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების კურსები ძირითადად შეიცავს C -ზე დაწერილი კოდის უსაფრთხოების ანალიზს. ამ კურსის გავლის შემდეგ, მსმენელი შეძლებს პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების კურსის გავლას.

სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანი არის სტუდენტებს ასწავლოს C პროგრამირების ენაზე დაწერილი პროგრამების წაკითხვა და გაანალიზება კოდში შესაძლო სუსტი წერტილების დასადგენად. აგრეთვე, კურსის მიზანია აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის და პროგრამების / ალგორითმების განსაზღვრება და მაგალითების წარმოდგენა.

ჩატარების ტიპი: online

მეცადინეობა დაიწყება 14.10.2024 და ჩატარდება ყოველ ორშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.

კურსის საფასური: 300 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1: Variables, printf, DataTypes, Format specifiers, arithmetical operations, scanf, constants, if-else

შეხვედრა 2: Work with strings, loops, for

შეხვედრა 3: While, do while, switch

შეხვედრა 4: Arrays, Multidimensional arrays

შეხვედრა 5: Functions, random numbers, pointers, pointers to pointers

შეხვედრა 6: Structures, structures using pointers

შეხვედრა 7: Buffer overflow, code injection in C, memory layout, overflow attack, registers

შეხვედრა 8: Format String attacks in C, memory safety, type safety

შეხვედრა 9: CFI, ROP, Secure Coding in C

შეხვედრა 10: Project, breaking the program written in C

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association