შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი, ვებ პენტესტერი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
ციფრულ სამყაროში ბიზნეს პროდუქტები და სერვისები მომხმარებელს ვებ აპლიკაციებისა და საიტების საშუალებით მიეწოდება. კომერციული კომპანიები დიდ რესურს ხარჯავენ სრულყოფილი, მრავალფუნქციური ვებ საიტების დამზადებაში. რომელშიც დიდი წვლილი ეთმობა, საიტების ვიზუალურ მხარეს, იმ ნაწილს, რომელსაც უშუალოდ აღიქვამს მომხმარებელი – Front-End_ს. კურსი მიმდინარეობს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით. კურსის განმავლობაში სტუდენტები საფუძვლიანად ისწავლიან HTML5 და CSS3 _ს. სალექციო შეხვედრებისას ასევე განხილული იქნება JavaScript ს საფუძვლები.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეებს სიღრმისეულად ეცოდინებათ HTML5 და CSS3 საკვანძო კონსტრუქციები; Javascript_ის საფუძვლები. ექნებათ მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს HTML5 საშუალებით საიტის სტრუქტურის აგება და გამართვა; CSS3 საშუალებით საიტზე ფერების, ტექსტების, პოზიციონირების განსაზღვრა და სხვა ვიზუალური ასპექტების რეალიზაცია; CSS3 ანიმაციების საშუალებით საიტის სტილიზაცია. ამასთან ერთად კურსის დამთავრების შემდეგ შეძლებთ ეკრანის სხვადასხვა ზომაზე მორგებულ ვებ გვერდების შექმნას. კურსის ფარგლებში ასევე შეისწავლით მნიშვნელოვან დაპროგრამების ენის JavaScript-ის საფუძვლებს, რომლის საშუალებითაც, საიტი შეიძენს ფუნქციონალს და ინტერაქტიულობას.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურს არ აქვს წინაპირობა. კურსი განკუთვნილია შენთვის, თუ გსურს დაიწყო ვებ დეველოპერის კარიერა Front-end_ის მიმართულებით, გახდე ჯუნიერ ვებ დეველოპერი და დაიწყო პროფესიული კარიერა ვებ დეველოპმენტში.
ჩატარების ტიპი: online/offline
კურსის საფასური: 250 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ