შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
ნუგზარ ამილახვარი – პროფესორი კომპიუტერულ მეცნიერებებში, კავკასიის უნივერსიტეტი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
კურსი მოიცავს MS SQL Server-ში მონაცემთა ბაზების, მათში შემავალი ცხრილების და ამ ცხრილებზე დამყარებით ლოგიკური წარმოდგენების შექმნისა და ჩამოყალიბების თეორიული და პრაქტიკული მეთოდების შესწავლისათვის და განხორციელებისათვის.
რას ისწავლით ამ კურსის ფარგლებში?
MS SQL Server-ის მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების დაპროექტებას, მონაცემების მართვას, ობიექტების დაპროექტებას და მათთვის საინფორმაციო სისტემების შემუშავებას.
რას შეძლებთ კურსის დასრულების შემდეგ?
MS SQL Server-ის ობიექტებისთვის მონაცემთა ბაზების და ცხრილების დაპროექტებას, სერვერზე მონაცემების მართვას, კერძოდ, ცხრილში მონაცემების შეცვლას, წარმოდგენების, შექმნა და ა.შ.
კურსის საფასური: 200 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
კურსი ჩატარდება დისტანციურად!