შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
არჩილი შენგელია – კომპანია Cisco ქსელური აკადემიის ინსტრუქტორი სხვადასხვა მიმართულებებზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და Cisco ქსელური აკადემია ШАГ (უკრაინა) -ის თბილისის ფილიალის ლექტორი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
Cisco ქსელური აკადემიის კურსი Networking Essentials 2.0 უზრუნველყოფს მსმენელებისათვის კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების შესახებ საბაზისო/ფუნდამენტური მონაცემების მიწოდებას. კურსი გათვალისწინებულია ნებისმიერი მსმენელისათვის, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და კომპიუტერული ქსელებით. კურსში ძირითადი აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების აგებასა და მართვა/მომსახურეობაზე.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა კომპანია Cisco-ს ქსელური აკადემიის ოფიციალური სერტიფიკატი და გენერირდება ე.წ. ციფრული ბეიჯი (Digital Badge).
Networking Essential 2.0 კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ შემდეგი ამოცანების შესრულება:
- ქსელური კომუნიკაციის კონცეფციის ახსნა;
- ონლაინ სივრცეზე წვდომის ძირითადი მოთხოვნებისა და პარამეტრების ახსნა;
- სიმულირებული ქსელის შექმნა Cisco Packet Tracer-ის ქსელური სიმულატორის გამოყენებით;
- მარტივი, სახლის ქსელის შექმნა, კონფიგურირება და მართვა;
- საშუალო დონის ქსელის ინსტალაცია, კონფიგურირება და მართვა;
- IPv4 და IPV6 პროტოკოლებისა და მისამართების დანიშნულების ახსნა და მათი პრაქტიკული გამოყენება;
- DHCP პროტოკოლის კონფიგურირება ქსელში ჰოსტებისათვის IP მისამართების დინამიურად დარიგებისათვის;
- ინტეგრირებული სერვისების მქონე უკაბელო როუტერისა და უკაბელო კლიენტის კონფიგურირება ინტერნეტთან უსაფრთხოდ დასაკავშირებლად;
- შეეძლება გამოიყენოს უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა ქსელზე თავდასხმების შესამცირებლად;
- შეეძლება ქსელის ძირითადი უსაფრთხოების კონფიგურაცია;
- შეეძლება კონსოლური და დისტანციური კავშირის დამყარება Cisco მოწყობილობებთან;
- სტატიკური და დინამიური მარშრუტიზაციის აწყობა და კონფიგურირება;
- კომპიუტერულ ქსელში მარტივი გაუმართაობების აღმოჩენა და გამოსწორება.
ჩატარების ტიპი: online
კურსის საფასური: 300 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ