შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
თამარ ბატიაშვილი – ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავება და მართვა ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბიზნესისთვის. კომპანიაში, კიბერ უსაფრთხოების ტექნიკურად უზრუნველყოფის გარდა, აუცილებელია სწორი პოლიტიკების გაწერა, რისკების შეფასება და შემცირება, ბიზნესის მიზნებთან შესაბამისი პოლისების შემუშავება, მათი მართვა და საერთო ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კურსში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ორგანიზაციაში პერსონალის როლების იდენტიფიცირებას ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის. სტუდენტები ისწავლიან როგორ ხდება რისკების ანალიზი, შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა, ტექნიკური კონტროლების იდენტიფიცირება და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების დოკუმენტირება.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს კიბერუსაფრთხოების ტექნიკური ცოდნის გაძლიერება ტექნიკური კონტროლის იდენტიფიცირებითა და განხორციელებით; რისკის შეფასების პროგრამის მართვის უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინფორმაციისა და ICT სისტემების დასაცავად საჭირო ზომების იდენტიფიცირება; შესაბამისი გაიდლაინებისა და ინსტრუქციების შემუშავება, საუკეთესო პრაქტიკის შერჩევა და კომპანიის შიდა პოლიტიკაზე მორგება. აქტივების კლასიფიცირება, პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და განადგურების პოლიტიკების შემუშავება. წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ იმუშაონ უმცროსი ინფორმაციული უსაფრთხოების პოზიციაზე.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსს არ აქვს დაშვების წინაპირობა. ეს მოდული განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვინც იწყებს კარიერას ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ან აქვს ტექნიკური უნარ-ჩვევები და სურს მიიღოს განათლება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნისა და მართვის მიმართულებით.
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 150 ლარი (გადახდა -ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 120 ლარი –გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 200 ლარი (გადახდა -ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი– გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ