QA ავტომატიზაცია

შეხვედრების რაოდენობა:  10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

თორნიკე ბარამიძე – Middle Software Tester Exactpro-ში.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

Test Automation არის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების განხრა, რომლის მიზანია ავტომატიზირებული რეგრესიული ტესტების დახმარებით პროდუქტის ხარისხის გადახედვა და ვალიდაცია. კურსის განმავლობაში, მსმენელები მიიღებენ ხარისხის უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაციისთვის აუცილებელ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. რეალური მაგალითების დამუშავებით, კურსის ლექტორი გაუზიარებს ყოველდღიურ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომებს, ტექნიკებს.

ავტომატიზრბული ტესტირება საუკეთესო საშუალებაა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტური დაფარვის ეფექტურობის, შედეგიანობის, დაფარვის ზონის გასაზრდელად მისი შესრულების სიჩქარის შემოწმებისას. მას შემდეგ, რაც ტესტერები განსაზღვრავენ ავტომატურ ტესტებს, იოლია მათი დუბლირება და ხელახლა შესრულება. შესაძლებელია მათი გაფართოება ისეთი დავალებების შესასრულებლად, რომლებიც მიუწვდომელია ხელით ტესტირების დროს. ავტომატიზაციის ტესტირების კურსი გაგიწევთ ხელმძღვანელობას ტესტრების ავტომატიზაციაში.

ტესტირების ავტომატიზაციას ბევრი უპირატესობა აქვს და ის აუცილებელია შემდეგი მიზეზების გამო:
– ავტომატური ტესტირება ზოგავს დროს და ფულს;
– არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას;
– მნიშვნელოვნად ზრდის ტესტის დაფარვას;
– აუმჯობესებს სიზუსტეს და პოულობს ხარვეზებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ადრეულ ეტაპებზე;
– ტესტების სკრიპტები მრავალჯერადი გამოყენებისაა;
– ავტომატური ტესტირება სანდოა;
– ზრდის ტესტის შესრულების სიჩქარეს.

სასწავლო კურსის მიზანი:

სასწავლო კურსის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს საწყისი ცოდნა QA ავტომატიზაციაში. სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და გახდეს ხარისხის უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. შეძენილი ცოდნა სტუდენტს დაეხმარება მუშაობა დაიწყო ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე ნებისმიერ დეველოპერულ კომპანიაში.

ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური:  250 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

რეგისტრაცია

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა

  • Introduction to Test Automation
  • Setting up PyCharm
  • Variables, Strings, Type Conversions
  • Arithmetic, Comparison & Logical operators
  • Dictionary, Set, Tuple

შეხვედრა 2

  • If Statement
  • For & While loops
  • Lists
  • List Methods
  • 2D Lists and nested loops
  • Functions

შეხვედრა

  • Try/Except
  • I/O Operations
  • Modules and PIP
  • LEGB
  • OOP

შეხვედრა

  • Setting up Selenium Environment
  • Writing simple tests
  • Selenium with remote webdriver
  • Different types of locators
  • Filling Forms

შეხვედრა

  • History and Location
  • Cookies
  • Explicit & Implicit waits
  • Switch between windows and frames
  • Drag and Drop
  • Handling Popups

შეხვედრა

  • Page Object classes
  • Page Elements
  • Locators
  • Exceptions

შეხვედრა

  • Alerts
  • Desired Capabilities
  • Proxy
  • Utilities and Services
  • Action chains
  • Sneak Peek to PyTest

შეხვედრა

  • Deep dive into PyTest & Unittest
  • Parametrize
  • Fixtures
  • Setup/TearDown
  • Run multiple asserts safely

შეხვედრა

  • Decorators
  • @classmethod @staticmethod
  • Overriding fixtures

შეხვედრა 10 

  • Set up Allure & test reporting

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  •   არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

კურსი გათვლილია მათთვის ვისაც გავლილი აქვს QA ტესტირების/Manual Testing_ის კურსი

  •  არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  •  ვსწავლობდი QA ტესტირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association